Thumbnail
  • ბორნმუთი 1:3 მანჩესტერ სიტი
  • 0:1 - აგუერო (10), 0:2 - სტერლინგი (43), 1:2 - უილსონი (45), 1:3 - აგუერო (64)

პრემიერლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა მანჩესტერ სიტი სტუმრად ბორნმუთის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 2 ბურთიანი სხვაობით - 3:1 მოუგო.

მატჩში ანგარიში მეათე წუთზე სერხიო აგუერომ გახსნა, რომელიც კევინ დე ბრუინეს ჩანაფიქრს სწორად მიუხვდა და საჯარიმოში შექმნილი არეულობა კარგად გამოიყენა.

43-ე წუთზე სიტიმ სხვაობა სტერლინგის გოლით გაზარდა, აქაც ბორნმუთის დაცვის ცენტრი შეცდა და ინგლისელმა წელს უკვე თავისი მეექვსე გოლი გაიტანა!

სტერლინგის გოლიდან მალევე, ტაიმის მიწურულს ლივერპულიდან განათხოვრების წესით ბორნმუთში გადასულმა ჰარი უილსონმა ულამაზესი ჯარიმით სხვაობა შეამცირა - 1:2.

ხოლო შეხვედრაში წერტილი სერხიო აგუერომ დასვა - არგენტინელმა ბორნმუთთან მატჩში კარიერაში მე-400 გოლი გაიტანა და დუბლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

დღეს პრემიერლიგაში 50-ე საგოლე გადაცემა მიითვალა კევინ დე ბრუინემ, რომელსაც ამისთვის მხოლოდ 123 მატჩი დაჭირდა, რაც ლიგის ისტორიაშ საუკეთესო შედეგია - ოზილი (141), კანტონა (143), ბერგკამპი (146), ფაბრეგასი (165)...

საინტერესო ფაქტები

⚽ სიტიმ ბორნმუთს პრემიერლიგაში 9 მატჩიდან, 9-ვე მოუგო, უმაღლეს დივიზიონში ასეთი 100%-იანი შედეგი სიტის სხვა გუნდის წინააღმდეგ არ აქვს.

⚽ სერხიო აგუეროს და დავიდ სილვას ერთად (გოლი/საგოლე გადაცემა) 27 გოლში აქვთ მონაწილეობა მიღებული, მხოლოდ ტიერი ანრი - რობერტ პირესს (29) და დიდიე დროგბა - ფრენკ ლამპარდს (36) აქვთ უკეთესი მაჩვენებელი.

⚽ სერხიო აგუერომ დღეს ბორნმუთთან კარიერაში მე-400 გოლი გაიტანა - საკლუბო და სანაკრებო დონეზე ერთად.

⚽ 50-ე საგოლე გადაცემა მიითვალა კევინ დე ბრუინემ, რომელსაც ამისთვის მხოლოდ 123 მატჩი დაჭირდა, რაც ლიგის ისტორიაშ საუკეთესო შედეგი

კომენტარები

ბოლო ამბები