Thumbnail

‘ჩემი წინაპრები იტანჯებოდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის’ - პოგბას ემოციური პოსტი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პოლ პოგბამ ინსტაგრამზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
  • ფრანგი წერს, რომ დისკრიმინაციული კომენტარები აძლიერებს

მანჩესტერ იუნაიტედის მსოფლიოს ჩემპიონი ნახევარმცველი პოლ პოგბა მის მიმართ რასისტულ შეურაცხყოფებს და ზოგადად რასიზმს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ემოციური პოსტით გამოეხმაურა.

“ჩემი წინაპრები, ჩემი მშობლები იტანჯებოდნენ იმისათვის, რომ ჩემი თაობისთვის თავისუფლება ეჩუქებინათ. იმისათვის, რომ ჩვენ გვემუშავა, ავტობუსებით გვემგზავრა და ფეხბურთი გვეთამაშა. შეურაცხყოფები მხოლოდ მაძლიერებს და მმატებს მოტივაციას, რომ მომდევნო თაობისთვის ვიბრძოლო,” - დაწერა პოგბამ.

ვულვერჰემპტონთან გაცუდებული პენალტის (1:1) შემდეგ, პოგბა დისკრიმინაციული შინაარსის კომენტარების მსხვერპლი გახდა. 

პოგბა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა და თანაგუნდელმა მარკუს რაშფორდმა დაიცვეს. აღსანიშნავია, რომ კრისტალ პალასთან უკვე ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო პენალტის გატანა (1:2).

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები