Thumbnail
  • რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნთან ახალ კონტრაქტს აფორმებს
  • პოლონელი რეკორდმაისტერში 2023 წლამდე დარჩება
  • ტიმო ვერნერი ლაიპციგში რჩება, მაგრამ ბაიერნისკენ გზა დაიტოვა

შაბათს, ბუნდესლიგის მეორე ტურში მიუნხენის ბაიერნმა შალკეს რობერტ ლევანდოვსკის ჰეთთრიკით 3:0 მოუგო, კვირას კი ცნობილი გახდა, რომ პოლონელი თავდამსხმელი ბავარიულ გრანდთან ახალ კონტრაქტს აფორმებს.

31 წლის ცენტრფორვარდმა Sky-ს დაუდასტურა, რომ ბაიერნთან ხელშეკრულებას 2023 წლამდე გააფორმებს. “შემიძლია გითხრათ, რომ ეს 95 პროცენტით გადაწყვეტილია,” - აღნიშნა პოლონელმა. ‘ბილდის’ ინფორმაციით, მხარეები ახალ კონტრაქტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერენ.

ბუნდესლიგაში ჯერ მხოლოდ 2 ტურია ჩატარებული და ლევანდოვსკის უკვე 5 გოლი აქვს გატანილი. მის ძველ კონტრაქტს ბაიერნთან ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურებოდა. ბაიერნის ფორმით ჩატარებულ 246 ოფიციალურ მატჩში ლევანდოვსკის 197 გოლი აქვს გატანილი.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ლაიპციგშიც დაადასტურეს, რომ გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი ტიმო ვერნერი საქსონიელებთან კონტრაქტს 2023 წლამდე აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ვერნერს სწორედ ბაიერნში უწინასწარმეტყველებდნენ გადასვლას.

‘კიკერის’ ინფორმაციით, ლაიპციგმა მას ხელფასი გაუზარდა და კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის სახით 30 მილიონი ევრო ჩაუწერა. ეს არ არის დიდი თანხა და იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ბაიერნმა ვერნერი გაისად შეიძინოს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ვერნერს მადრიდის ატლეტიკო ეპატიჟებოდა, მაგრამ ტიმომ ბუნდესლიგიდან წასვლა იუარა.

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები