Thumbnail

ბრინჯაო უნგრეთიდან - ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
  • ქართველ ნიჩბოსანს ვერცხლის მედლამდე 0,16 წამი დააკლდა

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ნიჩბოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე (ერთკაციანი კანოე, 200 მ.), რომელიც უნგრეთში მიმდინარეობს, მესამე ადგილი დაიკავა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფოტოფინიში

ფინალურ გაცურვაში ზაზამ 200-მეტრიანი დისტანცია 40.24 წამში დაფარა, რაც მესამე შედეგი გახლდათ. ნადირაძეს ვერცხლის მედლამდე ცოტა დააკლდა – მეორე ადგილზე გასულმა არტსემ კოზირმა (ბელარუსი) ქართველს მხოლოდ 0,16 წამით აჯობა (40,08). ჩემპიონი კი ლიეტუველი ჰენრიკას ზუსტაუტასი გახდა, რომელმაც ფინიშს 39.36 წამში მიაღწია.

📺 ვიდეო: ზაზა ნადირაძის ფინალური გაცურვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები