Thumbnail

ოქროს მედალი ტოკიოდან! ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლუხუმ ჩხვიმიანმა ფინალში უზბეკი ლუტფილაევი დაამარცხა
  • ლუხუმი რიგით მე-7 ქართველია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო

ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. პირველ საჭიდაო დღეს ტატამზე 2 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ამირან პაპინაშვილი (60კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ). სამწუხაროდ, ამირან პაპინაშვილი ასპარეზობას მერვედფინალიდან გამოეთიშა, ლუხუმ ჩხვიმიანმა კი ოქროს მედალი მოიპოვა!

მან ნახევარფინალში იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა იპონით დაამარცხა. ჩხვიმიანი ფინალში უზბეკ ლუტფილაევს დაუპირისპირდა და მას ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც მეტოქე იპონზე დააგდო და ოქროს მედალი დაისაკუთრა! 

ლუხუმ ჩხვიმიანი რიგით მე-7 ქართველია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ქართველმა ძიუდოისტმა ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე 7 ბრძოლა მოიგო.

📺 ვიდეო: ლუხუმ ჩხვიმიანის მოგებული ფინალი

კომენტარები

ბოლო ამბები