Thumbnail

ჩხვიმიანი ფინალშია! ლუხუმმა ნახევარფინალში მასპინძელი იპონით დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია
  • ქართველმა ნახევარფინალში მასპინძელი იპონით დაამარცხა

ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. პირველ საჭიდაო დღეს ტატამზე 2 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ამირან პაპინაშვილი (60კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ).

სამწუხაროდ, ამირან პაპინაშვილი ასპარეზობას მერვედფინალიდან გამოეთიშა, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მისი მეტოქე იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა იყო. ლუხუმმა მას იპონით სძლია და ფინალში გავიდა, სადაც უზბეკ ლუტფილაევს დაუპირისპირდება.

📺 ვიდეო: ლუხუმ ჩხვიმიანის იპონი ნაგაიამასთან

კომენტარები

ბოლო ამბები