Thumbnail

ჩვეულებრივ, ფეხბურთელების მიღწევებს და საგმირო საქმეებს სტადიონზე ვხედავთ ხოლმე. თუმცა, ხანდახან, მათ სტადიონს მიღმაც უწევთ სუპერგმირის როლის მორგება და ისეთი რამეების კეთება, რასაც, ჩვეულებრივ, კინოში ვხედავთ ხოლმე.

ამ ზაფხულს ყველამ ვნახეთ, თუ როგორ დაიცვა სეად კოლაშინაცმა თავისი თანაგუნდელი, მესუთ ოზილი მძარცველებისგან. ამ სტატიაში წაიკითხავთ კოლაშინაცის და კიდევ 4 სხვა ფეხბურთელის შესახებ, რომელთა ანგარიშზე ნამდვილი საგმირო საქმეებია.

1. ლეონარდო ბონუჩი

კოლაშინაცის შემთხვევა ერთადერთ არ ყოფილა. ფეხბურთელების საათებს ბევრი მძარცველი უმიზნებს, განსაკუთრებით იტალიაში. ნეაპოლში კი საერთოდ, თითქმის ყოველთვე ხდება მსგავსი ფაქტები. ნეაპოლისგან განსხვავებით, ტურინი უფრო მშვიდი ქალაქია, თუმცა, როცა ლეონარდო ბონუჩის მძარცველი მოპედით მიუახლოვდა, იარაღი მიუშვირა და საათის მოხსნა მოსთხოვა, ბონუჩიმ მას ხელი გაარტყა. ბონუჩის და ფეხბურთის გულშემატკივართა სასიხარულოდ მძარცველს იარაღის გამოყენება არც უფიქრია, ისე გაიქცა.

ამ ფაქტის შემდეგ, პირადად ჩემთვის უფრო დამაჯერებელი ხდება ისტორიები იტალიის ნაკრების და იუვენტუსის გასახდელიდან - 2014 წელს, პრესის ცნობით, ბონუჩიმ ურუგვაისთან თამაშის შესვენებაზე მარიო ბალოტელი გალახა, ხოლო 2017 ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესვენებაზე კი პაულო დიბალას დაესხა თავს.

2. დანკან ფერგიუსონი

2000-იანების დასაწყისში, პრემიერლგაში ასეთი კაცი თამაშობდა - სახელად დანკან ფერგიუსონი, რომელიც, როგორც წერენ, ალკოჰოლთანაც შენობით იყო და ჩხუბზეც სულ თვალი ეჭირა. ჰოდა, როდესაც 2001 წელს მის სახლში ორი ქურდი შევიდა, გაღვიძებული ფერგიუსონის დანახვაზე ერთი მათგანი გაიქცა, მეორე ფერგიუსონმა დაიჭირა და 15 წუთი გაკავებული ჰყავდა, სანამ პოლიცია მოვიდოდა.

3. ჯეიმს ბიტი

საუთჰემპტონის ყოფილმა მოთამაშე ჯეიმს ბიტიმ 2017 წელს, მცირე ზომის იახტის დიდ გემთან შეჯახების შემდეგ, ქალი და ორი ბავშვი გადაარჩინა. როგორც თვითონ თქვა, ის თავის ინსტიქტებს მიჰყვა და ბუნებრივად მოიქცა, მისთვის უცნაური კი ის იყო, რომ დანარჩენმა მგზავრებმა ტელეფონები ამოიღეს და გადაღება დაიწყეს, ნაცვლად იმისა, რომ დახმარება ეცადათ.

4. დევიდ ბექჰემი

როდესაც პოლ ლონგს ჩქაროსნულ ტრასაზე მანქანა გაუფუჭდა, თავი ძალიან ცუდად იგრძნო. მანქანაში მას ორი მცირეწლოვანი ბავშვი ეჯდა. ლონგს არავინ უჩერებდა, სანამ უცხო მანქანა არ გაჩერდა და ლონგის გასაკვირად, მანქანიდან დევიდ ბექჰემი არ გადმოვიდა. ბექჰემს ვარსკვლავური სტატუსის მიუხედავად, არ მორიდებია ლონგის დახმარება და მას იქამდე დაელოდა, სანამ პოლიცია არ მოვიდა.

5. სეად კოლაშინაცი

კოლაშინაცის შემთხვევაზე უკვე ბევრი დაიწერა. დეტალურად აღარ მოვყვები, თუ როგორ გადაარჩინა ბოსნიელმა მესუთ ოზილი გაძარცვას ორი დანით შეიარაღებული მძარცველისგან.

ამ ამბავს კიდევ უფრო გმირულ ელფერს ის ფაქტი სძენს, რომ მოთამაშეების ცოლები ამ დროს მანქანაში ისხდნენ და თავისი თვალით უყურებდნენ „ჰალკმა“, როგორც კოლაშინაცს ბოსნიაში ეძახიან (და თურმე სრულიად სამართლიანად) მძარცველები, როგორ მოიგერია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები