Thumbnail
  • ხოსეპ გვარდიოლამ საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა
  • პეპი საკუთარ თავს ასეთად ჯერ არ მოიაზრებს

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ის სპეციალისტები ჩამოთვალა, რომლებსაც ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელებად მიიჩნევს.

“არიგო საკი, რომელმაც იტალიაში საფეხბურთო კულტურა შეცვალა. იოჰან კრუიფი, რომელმაც ისეთი დიდი გუნდის კულტურა შეცვალა, როგორიც ბარსელონაა. ასევე სერ ალექს ფერგიუსონი, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა და მანჩესტერ იუნაიტედი ახალ სიმაღლეზე აიყვანა,” - უთხრა გვარდიოლამ ჟურნალისტებს.

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი

ბევრისთვის მოულოდნელად, პეპმა საუკეთესოთა შორის თავისი მუდმივი ვიზავი, ჟოზე მოურინიოც დასახელა: “ჟოზემ ტიტულები სხვადასხვა ქვეყნებში მოიგო! - თქვა მან.

კითხვაზე, რატომ არ ასახელებს საკუთარ თავს საუკეთესოთა შორის, გვარდიოლამ ასე უპასუხა: “საუკეთესო მხოლოდ მოგებული ტიტულებით? მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო მწვრთნელები ისინი არიან, ვინც თამაშის კულტურას ცვლის.” - ამბობს ტიკი-ტაკას ავტორი პეპი.

48 წლის გვარდიოლა საკუთარ კარიერას ასე აფასებს: “ცხადია, მეც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარ, 11 წელიწადში 28 ტიტული მოვიგე. მაგრამ მიმაჩნია, რომ მწვრთნელების საქმიანობა მხოლოდ ტიტულების რაოდენობით არ უნდა შევაფასოთ.”

ხოსეპ გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერა 2007 წელს, ბარსელონაში დაიწყო, მერე მიუნხენის ბაიერნში მუშაობდა, ახლა კი მანჩესტერ სიტის დამრიგებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები