Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იაპონიაში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო
  • ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალში გავიდა
  • მისი მეტოქე იაპონელი რიუჯუ ნაგაიამაა

ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. პირველ საჭიდაო დღეს ტატამზე 2 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ამირან პაპინაშვილი (60კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ).

სამწუხაროდ, ამირან პაპინაშვილი ასპარეზობას მერვედფინალიდან გამოეთიშა, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალამდე ბრწყინვალედ იასპარეზა, რის შემდეგაც ტემპი არ დააგდო და ნახევარფინალშიც გავიდა.

ლუხუმმა მერვედფინალში უკრაინელ არტემ ლესიუკს იპონით 4 წუთსა და 28 წამში იპონით აჯობა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

📺 ჩხვიმიანის გამარჯვება არტემ ლესიუკთან

ლუხუმ ჩხვიმიანმა არტემ ლესიუკს იპონით მოუგო

ლუხუმ ჩხვიმიანმა არტემ ლესიუკს იპონით მოუგო ბრწყინვალე ილეთით მოგებული შეხვედრა

Posted by Silk Sport on შაბათი, 24 აგვისტო, 2019

ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში იუნ ვეი იანს ვაზარით აჯობა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას შეხვდება. ფინალური ბლოკი სილქ უნივერსალზე 14:00-საათზე დაიწყება.

📺 ჩხვიმიანის გამარჯვება იუნ ვეი იანთან

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალშია! ქართველმა ძიუდოისტმა შესანიშნავად იჭიდავა

Posted by Silk Sport on კვირა, 25 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები