Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | ვაზარი არ ჩაუთვალეს! პაპინაშვილი ბრძოლას გამოეთიშა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იაპონიაში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო
  • ამირან პაპინაშვილი მერვედფინალში ყაზახ გუსმან ყირგიზბაიევთან დამარცხდა
  • ქართველმა ძიუდოისტმა ილეთი შეასრულა, მაგრამ მსაჯებმა არ ჩათვალეს

ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. პირველ საჭიდაო დღეს ტატამზე 2 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ამირან პაპინაშვილი (60კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ).

ამირან პაპინაშვილი პირველი ბრძოლა ეკვადორელ ლენინ პრესიადოს მოუგო, რის შემდეგაც ამირანმა ბელგიელი იორე ვერსტრატენი დაამარცხა, თუმცა მერვედფინალში ყაზახ გუსმან ყირგიზბაიევთან ვაზარით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრაში ვაზარიც შეასრულა, თუმცა მსაჯებმა ეს ილეთი არ ჩათვალეს და ამირანი მსოფლიოს ჩემპიონატს დაემშვიდობა.

📺 პაპინაშვილის მარცხი ყაზახ გუსმან ყირგიზბაიევთან

ამირან პაპინაშვილის სამწუხარო მარცხი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ამირან პაპინაშვილის სამწუხარო მარცხი მსოფლიოს ჩემპიონატზე

Posted by Silk Sport on შაბათი, 24 აგვისტო, 2019

 

კომენტარები

ბოლო ამბები