Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | ლუხუმ ჩხვიმიანმა 3 ბრძოლა მოიგო და მერვედფინალშია!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დღეს იაპონიაში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო
  • ლუხუმ ჩხვიმიანმა 3 ბრძოლა მოიგო და მერვედფინალშია

ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. პირველ საჭიდაო დღეს ტატამზე 2 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ამირან პაპინაშვილი (60კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ).

ორივე ძიუდოისტმა ტურნირი კარგად დაიწყო. ამირანი პირველ წრეში თავისუფალი იყო, ხოლო მეორე ეტაპზე ეკვადორელ ლენინ პრესიადოს წუთსა და 11 წამში მოუგო.

📺 პაპინაშვილის ლამაზი იპონი პრესიადოსთან

ამირან პაპინაშვილის ლამაზი იპონი ლენინი პრესიადოსთან

ამირან პაპინაშვილის ლამაზი იპონი ლენინი პრესიადოსთან

Posted by Silk Sport on შაბათი, 24 აგვისტო, 2019

ამირანის მომდევნო მეტოქე იორე ვერსტრატენი იყო, რომელსაც ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც მეტოქე იპონზეც დააგდო და დაპირისპირების გამარჯვებულიც გახდა. სამწუხაროდ, ამირანი მერვედფინალში ყაზახ გუსმან ყირგიზბაიევთან დამარცხდა.

📺 პაპინაშვილის გამარჯვება ვერსტრატენთამ

ამირან პაპინაშვილის გამარჯვება ბელგიელ ვერსტრატენთან

ამირან პაპინაშვილის გამარჯვება ბელგიელ ვერსტრატენთან ამირანმა მეტოქეს ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც იპონით დაამარცხა ქართველი ძიუდოისტის მერვედფინალშია

Posted by Silk Sport on შაბათი, 24 აგვისტო, 2019

ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველ ეტაპზე ჰონკონგელ ლონგ ლაის იპონით 3 წუთსა და 40 წამში აჯობა და პირველი ეტაპი მარტივად გაიარა.

📺 ჩხვიმიანის გამარჯვება ლაისთან

ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველ წრეში ჰონგ კონგელი ლონგ ლაი დაამარცხა

ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველ წრეში ჰონგ კონგელი ლონგ ლაი დაამარცხა

Posted by Silk Sport on შაბათი, 24 აგვისტო, 2019

ლუხუმის მომდევნო მეტოქე ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი იყო, რომელთანაც ქართველს ყოველთვის მძიმე და რთული შეხვედრები აქვს. ჩხვიმიანმა გარიგოსს დამატებით დროში აჯობა.

📺 ჩხვიმიანის გამარჯვება გარიგოსთან

ჩხვიმიანმა მეორე ეტაპზე ესპანელი გარიგოსი დაამარცხა

ლუხუმ ჩხვიმიანმა მეორე ეტაპზე ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა

Posted by Silk Sport on შაბათი, 24 აგვისტო, 2019

ლუხუმს კიდევ ერთი დამატებით დროის ჭიდაობა მოუწია, სადაც მან ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს ვაზარით მოუგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უკრაინელი არტემ ლესიუკი იქნება.

📺 ჩხვიმიანის გამარჯვება ტაკაბატაკესთან

ლუხუმ ჩხვიმიანმა უმძიმეს ბრძოლაში ერიკ ტაკაბატაკეს მოუგო

ლუხუმ ჩხვიმიანმა უმძიმეს ბრძოლაში ერიკ ტაკაბატაკეს მოუგო და მერვედფინალში გავიდა

Posted by Silk Sport on შაბათი, 24 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები