Thumbnail
  • შალკე 0:3 ბაიერნი
  • 0:1 ლევანდოვსკი (20-პენ), 0:2 ლევანდოვსკი (50), 0:3 ლევანდოვსკი (75)

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურში ჩემპიონმა ბაიერნმა ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა - "ფელტინს არენაზე" რობერტ ლევანდოვსკის ჰეთ თრიკით შალკე დაამარცხა - 3:0. 

ამ შეხვედრაში ბუნდესლიგას დაუბრუნდა ივან პერიშიჩი, რომელსაც ადრე დორტმუნდსა და ვოლფსბურგში უთამაშია და ბაიერნში დებიუტი ჰქონდა ფილიპე კოუტინიოს. ორივე ახალწვეული მეორე ტაიმში გამოვიდა. მესამე დებიუტანტმა - ლუკა ერნანდესმა კი თავიდანვე ითამაშა. 

საინტერესო ფაქტები

⚽ რობერტ ლევანდოვსკიმ ორივე ტურში გაიტანა პენალტი. სულ ბუნდესლიგაში მას 27 პენალტიდან 24 აქვს გატანილი.

⚽ ბოლო 9 მატჩია, რაც პოლონელს ერთი გოლი მაინც გააქვს შალკეს კარში.

⚽ ლევანდოვსკი 21-ჯერ დაუპირისპირდა შალკეს და 18 გოლი გაუტანა!

⚽ ფილიპე კოუტინიო მე-13 ბრაზილიელი გახდა, ვინც ბაიერნში ითამაშა.

შალკე 0:3 ბაიერნი

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (20-პენ), 0:2 ლევანდოვსკი (50), 0:3 ლევანდოვსკი (75)

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - პავარი, ზიულე, ერნანდესი (77. მარტინესი), ალაბა - მიულერი (57. კოუტინიო), კიმიხი, ტოლისო - გნაბრი (57. პერიშიჩი), ლევანდოვსკი, კომანი

კომენტარები

ბოლო ამბები