Thumbnail
  • ლივერპული 3:1 არსენალი
  • 1:0 მატიპი (41), 2:0 სალაჰი (49-პენ), 3:0 სალაჰი (58), 3:1 ტორეირა (85)

ინგლისის პრემიერლიგის მე-3 ტურის ცენტრალურ მატჩში ლივერპულმა "ენფილდზე" არსენალს უმასპინძლა და 3:1 მოუგო. ახლა ერთადერთი უდანაკარგო გუნდი ჩემპიონატში იურგენ კლოპის ლივერპულია - 9 ქულით.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ჟოელ მატიპმა თავით გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში მოჰამედ სალაჰმა დუბლი შეასრულა, მან ჯერ პენალტი გაიტანა, შემდეგ კი სოლორეიდით გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა. მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლო არსენალმა ერთი ბურთის გაქვითვა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულმა ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო პრემიერლიგაში და თავისივე რეკორდი გაიმეორა (1990).

⚽ მოჰამედ სალაჰმა არსენალის წინააღმდეგ 6 მატჩში 7 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (5 გოლი, 2 საგოლე პასი)

⚽ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა "ენფილდზე" ბოლო 10 მატჩში 9 ასისტი მიითვალა.

⚽ ნიკოლა პეპე პირველი ფეხბურთელია, ვინც დრიბლინგით გაცდა ვან დეიკს პრემიერლიგაში 50-მატჩიანი პაუზის შემდეგ.

ლივერპული 3:1 არსენალი

გოლები: 1:0 მატიპი (41), 2:0 სალაჰი (49-პენ), 3:0 სალაჰი (58), 3:1 ტორეირა (85)

ლივერპული (4-3-3): ადრიანი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი (69. მილნერი) - სალაჰი, ფირმინო (86. ლალანა), მანე (77. ოქსლეიდ-ჩემბერლენი)

არსენალი (4-3-3): ლენო - მეიტლანდ-ნაილსი, სოკრატისი, დავიდ ლუისი, მონრეალი - გენდუზი (86. მხითარიანი), ჯაკა, უილკოკი (81. ლაკაზეტი) - პეპე, ობამეიანგი, სებალიოსი (61. ტორეირა)

კომენტარები

ბოლო ამბები