Thumbnail
  • პარმა 0:1 იუვენტუსი
  • 0:1 კიელინი (21)

იტალიის სერია A ჩემპიონის გამარჯვებით დაიწყო - ტურინის იუვენტუსმა სტუმრად მინიმალური სხვაობით დაამარცხა პარმა - 1:0.

გამარჯვების გოლი 21-ე წუთზე სტუმართა კუთხურს მოყვა - პარმას ფეხბურთელებმა ბურთი, თითქოს, მოიგერიეს, მაგრამ ალექს სანდრომ ის საჯარიმოში შეაბრუნა, სადაც ჯორჯო კიელინი, რომელსაც გასულ სეზონში გოლი საერთოდ არ გაუტანია, ანგარიში გახსნა

.ავადმყოფობის გამო მატჩს იუვენტუსის ახალი თავკაცი მაურიციო სარი არ დასწრებია. 

საინტერესო ფაქტები

⚽ მატია დე შილიო ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ამ მატჩის ყველა დუელი მოიგო - 7-დან 7.

⚽ კარიერაში პირველად მოხდა, რომ ჯორჯო კიელინიმ ჩემპიონატის სასტარტო მატჩში გაიტანა.

⚽ სერია ზუსტად 90 დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა.

პარმა 0:1 იუვენტუსი

გოლი: 0:1 კიელინი (21)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა (63. რაბიო), პიანიჩი, მატუიდი - დუგლას კოსტა (71. კუადრადო), იგუაინი (83. ბერნარდესკი), რონალდო

კომენტარები

ბოლო ამბები