Thumbnail
  • დავით სხირტლაძემ პოლონეთის ჩემპიონატში კარიერაში პირველი გოლი გაიტანა
  • არკას ქართველი ფორვარდის გოლმა ვერ უშველა

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-6 ტურში დავით სხირტლაძის არკა კრაკოვიას ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა თავისი პირველი გოლი გაიტანა პოლონეთის ჩემპიონატში. ის მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და პრესტიჟის გოლი 94-ე წუთზე გაიტანა. სხირტლაძემ საჯარიმოში მეურვე ჩამოიცილა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.

Instat Index-ით (330) წაგებულ გუნდში საუკეთესო სწორედ სხირტლაძე იყო.

არკას მხოლოდ 2 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-15 ადგილზეა. სხირტლაძე პოლონეთში ლატვიური რიგადან გადავიდა. 26 წლის შემტევს დანიურ გუნდებში (ორჰუსი, სილკებორგი), ტრნავის სპარტაკში და რიგაში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები