Thumbnail

მეორე ნახევარფინალში - ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ზაზა ნადირაძემ ნახევარფინალში მეორე შედეგი აჩვენა
  • ფინალი 25 აგვისტოს გაიმართება

უნგრეთის ქალაქ სეგედში  ICF-ის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს კანოეს სპრინტში, სადაც 5 ქართველი ნიჩბოსანი მონაწილეობს. 

ახლახან დასრულდა ნახევარფინალი ერთკაციან კანოეთი 200 მეტრზე, რომელშიც კარგად იასპარეზა ზაზა ნადირაძემ. ქართველმა ნიჩბოსანმა, ვინც ნახევარფინალში საუკეთესო შედეგით მოხვდა - პირველ ნახევარფინალურ გაცურვაში მე-2 ადგილი დაიკავა - 38.91 წამით.

ფოტოფინიში

ნადირაძე ლიტველ ჰენტიკას ჟუსტაუტასს +0.42 წამით ჩამორჩა. პირველი ნახევარფინალური გაცურვიდან ფინალში სამი ნიჩბოსანი გავიდა. სხვათა შორის, სულ სამი ნახევარფინალური გაცურვა იყო და ზაზას შედეგი საერთო ჩათვლაშიც მეორეა.

ფინალური გაცურვა კვირას, 25 აგვისტოს გაიმართება. თბილისის დროით 15 საათისთვის. 

ფინალის მონაწილეები

კომენტარები

ბოლო ამბები