Thumbnail

რეკორდი მსოფლიო ფეხბურთში? ფლამენგოს ფორვარდმა 38 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფიფას მონაცემებით, ბრუნო ენრიკემ თამაშის დროს 38 კმ/სთ სიჩქარე განავითარა
  • ფლამენგოს ფორვარდის მიღწევა შესაძლოა მსოფლიო ფეხბურთში რეკორდი იყოს
  • მანამდე უსწრაფეს ფეხბურთელებად გარეტ ბეილი და კილიან მბაპე ითვლებოდნენ

ფლამენგოს თავდამსხმელმა ბრუნო ენრიკემ, ლიბერტადორესის თასის /14-ფინალის პირველ მატჩში ინტერნასიონალთან (2:0) დუბლი შეასრულა, ერთ ეპიზოდში კი 38 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფიფას ტვიტერი ავრცელებს.

ზოგიერთი გამოთვლით, ეს ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

აქამდე მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელად მადრიდის რეალის უელსელი გარემარბი გარეტ ბეილი მიიჩნეოდა, რომელსაც 36,9 კმ/სთ სიჩქარე აქვს დაფიქსირებული. სხვა მონაცემით, გასულ სეზონში 38-იდან 39 კმ/სთ-მდე სიჩქარით პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა კილიან მბაპემაც გაირბინა.

ზოგიერთი მონაცემით, აქამდე უსწრაფესი ფეხბურთელის წოდება ბეილს ჰქონდა

რაც შეეხება ბრუნო ენრიკეს, რომელმაც ინტერნასიონალთან დუბლი შეასრულა, ის ფლამენგოს ღირსებას 2019 წლის იანვრიდან იცავს. 28 წლის ფეხბურთელმა კლუბის მაისურით ჩატარებულ 23 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ფორვარდი 2016/17 წლებში ევროპაში თამაშობდა, სადაც გერმანული ვოლფსბურგის ღირსებას იცავდა.

ზოგადად, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტია, რომელმაც 2009 წელს 44,72 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა.

კომენტარები

ბოლო ამბები