Thumbnail

ფუტსალი - ევროპის ჩემპიონატის ორი ნახევარფინალისტი ცნობილია

  • სერბეთი 1:3 ყაზახეთი.
  • სლოვენია 0:2 რუსეთი.
  • კიდევ ორი მეოთხედფინალი.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. სერბეთი ყაზახეთს შეხვდა, ხოლო ტურნირის მასპინძელი სლოვენია რუსეთს დაუპირისპირდა.

სერბებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა გოლი ყაზახებმა გაიტანეს. მე-7 წუთზე ანგარიში სერიკ ჟამანკულოვმა გახსნა. მეორე ტაიმის მე-3 წუთზე ტეინანმა ყაზახთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. სერბებმა შეხვედრის დასრულებამდე 5-წუთით ადრე ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლეს. ძლიერი დარტყმით ყაზახებს რაიჩევიჩმა გაუტანა. შეხვედრის საბოლოო შედეგი დუგლას ჟუნიორმა დააფიქსირა და ყაზახეთის ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა.

მეორე მეოთხედფინალურ მატჩში მასპინძელმა სლოვენიამ რუსეთთან 0:2 წააგო. რამდენიმე მომენტის მიუხედავად, პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. სტუმრები 27-ე წუთზე ედერსონ ლიმამ დააწინაურა, მატჩის მიწურულს სლოვენიამ დიდი ძალებით შეუტია და რამდენიმე მომენტში რუსთა მეკარემ გიორგი ზამთარაძემ სლოვენიელთა ურთულესი დარტყმები მოიგერია. შეხვედრის ბოლო წუთზე რობინიომ სლოვენიას მეორე გოლიც გაუტანა და რუსეთი ნახევარფინალში გაიყვანა.

დღეს კიდევ ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება. პორტუგალია აზერბაიჯანს შეხვდება, უკრაინა - ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს.

კომენტარები

ბოლო ამბები