Thumbnail

ნეიმარის ტრანსფერი | პსჟ-ის ულტიმატუმი ბარსელონას - საქმეში ბარტომეუ ერთვება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-სთან მოლაპარაკებებში კატალონიელთა პრეზიდენტიც უნდა ჩაერთოს
  • 27 წლის ბრაზილიელი ფორვარდის ტრანსფერს საშველი ჯერ ვერ დაადგა
  • სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დრო ძალიან ცოტა რჩება

პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონას ნეიმარის ტრანსფერზე გაჭიანურებული მოლაპარაკებების დროს ულტიმატუმი წაუყენა. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება, რომლის ცნობით, საფრანგეთის ჩემპიონმა კატალონიელებს აცნობა, რომ თუკი 27 ბრაზილიელი ფორვარდის "კამპ ნოუზე" დაბრუნება სურთ, შეთავაზებას არ გააუმჯობესონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პსჟ ფეხბურთელს რეალში გაყიდის.

კატალონიურ გუნდში ნეიმარის დაბრუნებას ლიონელ მესიც ელოდება

იუწყებიან, რომ მოლაპარაკებათა ფინალურ რაუნდში მონაწილეობას პირადად კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ მიიღებს და გამორიცხული არაა, ბრაზილიელის სანაცვლოდ ბარსელონამ პარიზელებს თანხასთან ერთად უსმან დემბელეც შესთავაზოს. 

კატალონიური კლუბის ბოლო შეთავაზება პსჟ-ისთვის ფეხბურთელის 2-წლიანი იჯარა იყო, 2020 წლის ზაფხულში 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ოპციით ან 2021 წელს 170 მილიონ ევროდ გამოსყიდვის აუცილებელი პირობით, თუმცა, პარიზელებმა ორივე ვარიანტისგან თავი შორს დაიჭირეს. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ზაფხულში, ნეიმარი ბარელონიდან პარი სენ-ჟერმენში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რაც მსოფლიო რეკორდია.

ბრაზილიელის მომავალს იუვენტუსსაც უკავშირებენ. ნეიმარი და რონალდო ერთად?

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარმა თავის მსურველ კლუბებს - ბარსელონასაც და რეალსაც, თავისი პირობები გააცნო. ბრაზილიელი ხუთწლიან კონტრაქტს ითხოვს, სადაც წლიურ ხელფასად 35 მილიონი ევრო იქნება განსაზღვრული.

გასულ სეზონში ნეიმარმა საკლუბო დონეზე ყველა ტურნირის 28 მატჩში ითამაშა, გაიტანა 23 გოლი და მიითვალა 13 საგოლე პასი. ფეხბურთელს პარი სენ-ჟერმენთან კონტრქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები