Thumbnail

პირველად კარიერაში - მარიამ ბოლქვაძე US OPEN-ის ძირითად ბადეშია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მარიამ ბოლქვაძე 6:4, 2:6, 6:4 შილინ ქსუ
  • სამი ქართველი ჩოგბურთელი US OPEN-ის ძირითად ბადეში

მარიამ ბოლქვაძე (202) კარიერაში პირველად იასპარეზებს დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში - 21 წლის ქართველმა ფინალური საკვალიფიკაციო მატჩიც მოიგო, მან სამ სეტში დაამარცხა ჩინელი შილინ ქსუ (215) - 6:4, 2:6, 6:4. მატჩი 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა და მარიამს მეორე სეტში ექიმის დახმარებაც დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ქართველი ჩოგბურთელის სასარგებლოდ დასრულდა.

მაშ ასე, ორშაბათიდან ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში სამი ქართველი ითამაშებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაჟებში, მარიამ ბოლქვაძე ქალებში და ოქსანა კალაშნიკოვა ქალთა წყვილებში. 

კომენტარები

ბოლო ამბები