Thumbnail
  • 📅 25 აგვისტო | ⌚ 23:00 | ⚽ ბარსელონა V ბეტისი
  • ერნესტო ვალვერდეს საკადრო პრობლემები

ლა ლიგის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა კვირას "კამპ ნოუზე" გაიმართება, სადაც ერნესტო ვალვერდეს ბარსელონა ბეტისს უმასპინძლებს. ორივე გუნდმა ცუდად დაიწყო ჩემპიონატი და ნული ქულა აქვს. 

UPDATE: მესი დღესაც არ იქნება! ბარსა ბეტისთან მთავარი ფორვარდების გარეშე

ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს თამაში ანდალუსიურ კლუბთან საერთოდ გამორიცხულია. ბარსას დებიუტანტი მეკარე ნეტოც ტრავმირებული ჰყავს. 

მესი უკვე ვარჯიშობს

ანდალუსიელებს დისკვალიფიცირებული ხოელ რობლესი დააკლდება. შესაძლოა, არ იყოს არც ახალწვეული ფორვარდი ბორხა იგლესიასი, რომელიც პირველ ტურში დაშავდა.

ბარსა მაინც ბარსაა

რუბი (ბეტისის მწვრთნელი): "ჩვენ ვემზადებით ისე, თითქოს, მესი აუცილებლად ითამაშებს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, ლეომ კვირას თამაში რომ ვერ მოახერხოს. შესაძლოა, ბარსას სამივე შემტევი არ ჰყავდეს? პრინციპში, ჩვენც ხომ არ გვყავს მესი, სუარესი და დემბელე. რაც უნდა იყოს, ბარსა ყოველთვის ბარსაა".

რუბი მესის უფრთხის - ბოლო 3 მატჩში ლეომ ბეტისს 7 გოლი გაუტანა!

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დე იონგი - რაფინია, მესი, გრიზმანი

ბეტისი (4-2-3-1): დანი მარტინი - ემერსონი, ბარტრა, სიდნეი, პედრასა - ვილი კარვალიო, გუარდადო - კანალესი, ფეკირი, ტელიო - ლორენი

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონამ ლა ლიგაში "კამპ ნოუზე" ზედიზედ ბოლო 7 მატჩი მოიგო.

⚽ ამ დაპირისპირებიდან 5-ში ბარსელონას გოლი არ გაუშვია.

⚽ ბარსელონამ ლა ლიგის მატჩებში შინ ბოლო 15-დან 13 შეხვედრაში სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა.

⚽ ლა ლიგის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში ბარსელონას მონაწილეობით 2.5 გოლზე ნაკლები გადის.

⚽ ლეო მესიმ ბეტისს ბოლო სამ დაპირისპირებაში 7 გოლი გაუტანა (5 მე-60 წუთის შემდეგ). 

⚽ ბოლო 10 ურთიერთდაპირისპირებიდან 9-ში 1 გოლი მაინც გადიოდა მე-80 წუთის შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები