Thumbnail

PREVIEW | შაბათს ლიდერების მატჩია! არსენალის რეალურ ძალას ენფილდზე ვნახავთ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 24 აგვისტო |⌚ 20:30 | ⚽ ლივერპული V არსენალი
  • უნაი ემერის პირველი დიდი ტესტი მიმდინარე სეზონში...

პრემიერლიგის მესამე ტურის მატჩს ლივერპული შაბათს, ენფილდზე არსენალის წინააღმდეგ ჩაატარებს. მესამე ტურს ორივე გუნდი 2 მოგებით და შესაბამისად 6 ქულით ხვდება.

გასულმა სატრანსფერო ფანჯარამ არსენალისთვის კარგად ჩაიარა, კლუბმა - დავიდ ლუისი, კირან ტირნი, დანი სებალოსი და ნიკოლას პეპე დაიმატა, რამაც გულშემატკივრებში ხელმძღვანელობის მიმართ ნდობა გაზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი ემერის გუნდისთვის პირველი დიდი ტესტი იქნება, 'განერებმა' პირველი ორი მატჩი ბარნლის და ნიუკასლს დამაჯერებლად მოუგეს და ლივერპულთან გასვლით შეხვედრას ოპტიმისტურად ხვდებიან.

თუმცა მატჩს კარგი განწყობით ხვდება იურგენ კლოპიც, რომელსაც ჩრდილო ლონდონელები ენფილდზე ბოლო 3 მატჩში 3:1, 4:0 და 5:1 ჰყავს დამარცხებული.

ფირმინომ არსენალს ბოლო 5 მატჩში, 6-ჯერ გაუტანა... გაიტანას დღესაც ბრაზილიელი?

ევროპის საუკეთესო კლუბმა სეზონი კარგად დაიწყო, ერთადერთი ნეგატიური მოვლენა, რაც გუნდის გარშემო მოხდა ეს კლუბის მთავარი მეკარის და ერთ-ერთი ვარსკვლავის - ალისონ ბეკერის ტრამვა იყო, რომელიც როდის დაბრუნდება ჯერ ზუსტად არავინ იცის.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულს 2016-17 წლების სეზონის შემდეგ ენფილდზე არ წაუგია - 41 მატჩი! 31 მოგება და 10 ფრე.

⚽ არსენალმა სეზონი ორი მოგებით 2009-10 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაიწყო.

⚽ შარშან ლონდონელები მატჩში საშუალოდ 3.26 გოლს იტანდნენ, რაც ლიგაში მეორე საუკეთესო შედეგი იყო.

⚽ რობერტო ფირმინოს არსენალთან ბოლო 5 მატჩში, 6 გოლი აქვს გატანილი!

პიერ-ემერიკ ობამეიანგს პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩში, 7 გოლი აქვს გატანილი...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები