Thumbnail
  • 📅 24 აგვისტო | ⌚ 20:00 | ⚽ პარმა V იუვენტუსი
  • მაურიციო სარის პირველი ოფიციალური მატჩი ტურინულ გუნდში
  • პარმა მოქმედ ჩემპიონს სათასო შეხვედრაში გამარჯვებით ხვდება  

იტალიის 2019/20 წლების პირველობას ბოლო წლებში ქვეყნის უცვლელი ჩემპიონი ხსნის - იუვენტუსი სათამაშოდ "ენიო ტარდინიზე" ჩადის. ტურინულმა გრანდმა ამ გაზაფხულზე ოქრო ზედიზედ მერვედ მოიპოვა, პარმამ კი ჩემპიონატი სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე დაასრულა. "ბებერი ქალბატონი" ახალ სეზონს მნიშვნელოვნად სახეცვლილი, მაგრამ მაინც უმთავრესი ფავორიტის რანგში ხვდება. საკითხავი ისაა, პირველსავე მატჩში გაამართლებენ ტურინელები სტატუსს?

პარმა

გასულ სეზონში პარმამ 41 ქულა მოაგროვა და სერია B-ში დაქვეითებას გადაურჩა. სეზონისწინა მზადების ფარგლებში, გუნდმა სულ ხუთი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა, აქედან სამი კი სერიოზულ მეტოქესთან და ეს სამივე მატჩი სხვადასხვა შედეგით დაასრულა - ტრაბზონსფორთან ფრედ 2:2 ითამაშა, ბარნლისთან 0:2 წააგო, ერთადერთი გამარჯვება კი სამპდორიასთან იზეიმა - 2:1.

ჟერვინიომ გასულ სეზონში იუვეს გოლი ორივე მატჩში გაუტანა

თუმცა, რობერტო დ’ავერსას შეგირდებმა, მომავალი მეტოქისგან განსხვავებით, 2019/20 წლების სეზონი ოფიციალურად უკვე დაიწყეს. იტალიის თასის მესამე რაუნდში "ჯალობლუმ" შინ ვენეცია მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 3:1 სძლია. დუბლი მიითვალა ჟერვინიომ - გუნდის შარშანდელმა ბომბარდირმა, რომელმაც გვაჩვენა, რომ ამჯერადაც მშვენიერ ფორმაშია.

📷 პარმა ჩემპიონის მასპინძლობისთვის ემზადება

იუვენტუსი

იუვენტუსი ახალ სეზონს ახალი მთავარი მწვრთნელით იწყებს - მაურიციო სარით, რომელსაც გუნდში ახალწვეულებიც მოყვნენ: დე ლიხტი, დანილო, რემზი, რაბიო...

მაურიციო სარის იუვენტუსი პირველ ოფიციალურ მატჩს პარმაში ჩაატარებს

ტურინელებმა სეზონისწინა მზადების ფარგლებში, ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე ტოტენჰემთან წააგეს (2:3), შემდეგ კი მილანის ინტერთან ფრედ 1:1 დასრულებული თამაშის შემდეგ, პენალტების სერიაში იმარჯვეს. ამას მოჰყვა წაგება ატლეტიკოსთან (1:2), ზედ სტარტის წინ კი "ბიანკონერიმ" ამხანაგურ შეხვედრაში ტრიესტინას სძლია (1:0).

"ბებერი ქალბატონის" შემადგენლობა ბოლომდე ფორმირებული ჯერ კიდევ არაა, თუმცა ბირთვი გასაგებია. საკონტროლო მატჩებში, ძირითად დროში მოპოვებული მხოლოდ ერთი მოგება კი შემადგენლობაში ლიდერების არყოფნითაც შეიძლება აიხსნას. სარის ფორმირებულ გუნდს ოფიციალური პრაქტიკა ჯერ არ ჰქონია და "ენიო ტარდინიზე" თამაში ამ მხრივაც საინტერესოა.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაში (3:3) რონალდო დუბლი და საგოლე პასი მიითვალა

საინტერესო ფაქტები

⚽ პარმა სერია A-ს ბოლო ოთხ საშინაო შეხვედრაში დაუმარცხებელი გამოვიდა - მოგება და სამი ფრე. 

⚽ ამის მიუხედავად, პარმელებმა წინა სეზონის 19 საშინაო მატჩიდან სულ 5 მოიგეს, 7-7 კი ფრედ და მარცხით დაასრულეს - საშუალოდ 1,6 ქულა მატჩში.

⚽ პარმასთვის ენიო ტარდინიზე გატანაც პრობლემური იყო, სადაც გუნდმა ერთზე მეტი გოლი სულ 5 თამაშში შეაგდო.  

⚽ ტურინის იუვენტუსი სერია A-ს ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეცხრედ მოპოვებისთვის იბრძოლებს.

⚽ ტურინის იუვენტუსმა სტუმრად პარმაში ჩატარებული ჩემპიონატის ბოლო 7 მატჩიდან 3 მოიგო, 2-2 კი ფრედ და მარცხით დაასრულა. 

⚽ სერია A-ში პარმასა და იუვენტუსს შორის ჩატარებულ ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა. 

⚽ სერია A-ს გასულ სეზონში ტურინელებმა სტუმრად პარმასთან ანგარიშით 2:1 მოიგეს, საშინაო შეხვედრა კი ფრედ 3:3 დაასრულეს.

📷 ტურინელები პარმაში კარგ ხასიათზე გაემგზავრნენ

სავარაუდო შემადგენლობები

პარმა (4-3-3): სეპე - ლაურინი, იაკოპონი, ალვეში, გალიოლო - გრასი, ბრუგმანი, ბარილა - კულუსევსკი, ინგლესე, ჟერვინიო.

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დანილო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი, რაბიო - დუგლას კოშტა, დიბალა, რონალდო.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები