Thumbnail
  • ლონდონის არსენალის მთავარი მწვრთნელი ორ ფეხბურთელს შეელევა
  • შკოდრან მუსტაფის და მოჰამედ ელ-ნენის ახალი გუნდების მოძებნა მოუწევთ

ლონდონის არსენალის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გუნდის ორი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს, რადგან ისინი არ ჯდებიან მის გეგმებში. ლაპარაკია შკოდრან მუსტაფისა და მოჰამედ ელ-ნენიზე. 

“მუსტაფი და ელ-ნენი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ გარემოებათა გამო, მათ არ მოუწევთ არსენალში ხშირი თამაში. ამიტომ, ვურჩიე მათ რომ ახალი გუნდი ეძებონ. მინდა ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო კარიერაში. მათთვის უკეთესია, რომ მიიღონ ახალი გამოწვევა და გახდნენ გმირები სხვა გუნდში”. - განაცხადა უნაი ემერიმ.

27 წლის მუსტაფი ცენტრალური მცველია და 2016 წლიდან არსენალის ღირსებას იცავს. გერმანელის აქტივში 80-ზე მეტი მატჩია ლონდონური გუნდის შემადგენლობაში. ასევე 27 წლის არის ელ-ნენი და ისიც 2016 წლიდან ირიცხება ინგლისურ გუნდში, თუმცა მის აქტივში მხოლოდ 46 თამაშია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები