Thumbnail

სპონსორული კონტრაქტები - ლივერპული პრემიერლიგაში რეკორდს ამზადებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპული 2020/21 წლების სეზონიდან ახალი სპონსორულ კონტრაქტს გააფორმებს
  • სავარაუდოდ, ხელშეკრულება ინგლისის პრემიერლიგაში ყველაზე მომგებიანი იქნება

ლივერპული ახლოსაა სპონსორული კონტრაქტის გაფორმებასთან, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მომგებიანი გახდება. ამის შესახებ forbes იუწყება.

მსოფლიო ფეხბურთში ეს რეკორდი ბარსელონას ეკუთვნის, რომელიც სპორსორული გარიგებებიდან ყველაზე მეტს იღებს - დაახლოებით 109 მილიონ ევროს წელიწადში. ინგლისის პრემიერლიგაში კი ამ დროისთვის მანჩესტერ იუნაიტედი ლიდერობს, რომელიც კომპანია adidas-თან თანამშრომლობით 82 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუმცა, როგორც ჩანს, სულ მალე ამ მხრივ ვითარება შეიცვლება.

ამჟამად ლივერპული კომპანია New Balance-თან თანამშრომლობს, რაც უკვე ხუთი წელიწადია გრძელდება. გარიგების თანახმად, მერსისაიდელები ყოველწლიურად 50 მილიონ ევროს იღებენ, მაგრამ უკვე 2020/21 წლებიდან კლუბი კონტრაქტს სავარაუდოდ Nike-თან გააფორმებს და მისი ოდენობა ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში რეკორდულად მაღალი იქნება. ზოგიერთი წყაროს ცნობით, საუბარია 10-წლიან შეთანხმებასა და ჯამში მილიარდ ფუნტზე.

ფანატების ვერსიით, 2020/21 წლების სეზონში ლივერპულს ასეთი ფორმები ექნება:

ლივერპული სპონსერებისთვის განსაკუთრებით საინტერესო გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგების გამო გახდა - იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, პრემიერლიგაში კი ბოლომდე ებრძოლა ჩემპიონ მანჩესტერ სიტის. ახლახან კი მერსისაიდელებმა უეფას სუპერთასიც მოიგეს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები