Thumbnail

დადასტურდა: საქართველოს ნაკრები სტამბოლში სამხრეთ კორეას შეხვდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 5 სექტემბერს, ამხანაგური შეხვედრა ბაშაქშეჰირის სტადიონზე გაიმართება
  • 8 სექტემბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდს საშინაო მატჩი აქვს დანიასთან

დადასტურდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, თურქეთის ქალაქ სტამბოლში კორეის რესპუბლიკის ნაკრებს, იგივე სამხრეთ კორეას შეხვდება. მატჩი სტამბოლის ბაშაქშეჰირის სტადიონზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეასთან შესახვედრად 2 სექტემბერს სტამბოლში დაიწყებს საწვრთნელ შეკრებას. ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, ვაისის გუნდი თბილისში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს გამართავს. 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე დანიას დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:

5 სექტემბერი 16:30 (თბილისის დროით 17:30)
სამხრეთ კორეა - საქართველო
სტამბოლი, ბაშაქშეჰირის სტადიონი

8 სექტემბერი 20:00
საქართველო-დანია
თბილისი, დინამო არენა

🇰🇷🇬🇪 საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, თურქეთის ქალაქ სტამბოლში კორეის რესპუბლიკის ნაკრებს შეხვდება. ➡️ სრულად - https://bit.ly/33VGLxF

Posted by Georgian Football Federation on ხუთშაბათი, 22 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები