Thumbnail

მარიამ ქერდიკაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კანოისტმა მარიამ ქერდიკაშვილმა საკვალიფიკაციო ბარიერი გადალახა
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს

უნგრეთის ქალაქ სეგედში ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი კანოესა და კაიაკში (ბაიდარა) მიმდინარეობს, სადაც 5 ქართველი ნიჩბოსანი მონაწილეობს. 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი კარგად იასპარეზა მარიამ ქერდიკაშვილმა. თავის გაცურვაში იგი ცხრა მონაწილეს შორის 48.29 წამით მეოთხე იყო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც 23 აგვისტოს იასპარეზებს და ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს. 

პარასკევს ფინალში გასასვლელად იბრძოლებს 200 მეტრზე ერთადგილიანი კაიაკით ბადრი ყაველაშვილი.

ფოთელმა გია გაბედავამ ერთადგილიანი კანოეთი 500 მეტრი 2 წუთსა და 07.32 წამში დაფარა და მე-8 ადგილზე გავიდა, რაც ნახევარფინალში მოსახვედრად არ ეყო. 23 აგვისტოს 1 000 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ხატიაშვილი იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში გასულია საქართველოს ნაკრების ლიდერი ზაზა ნადირაძე, რომელმაც საკვალიფიკაციო გაცურვაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. 

კომენტარები

ბოლო ამბები