Thumbnail

ინგლისის რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი კარიერას MMA-ში განაგრძობს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯეიმს ჰასკელი ბელატორში იჩხუბებს
  • ნაკრების ვეტერანი რაგბიდან მაისში წავიდა

ინგლისის რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი - ჯეიმს ჰასკელი კარიერას MMA-ში განაგრძობს. ჰასკელი უკვე ბელატორის წევრია და მალე ორგანიზაციის სახელით იჩხუბებს.

ჰასკელს ნაკრებში 77 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო MMA-ში მისი გამოცდილება მხოლოდ მაიკლ 'ვენომ' პეიჯთან ერთად ვარჯიშს უკავშირდება.

ბელატორში ამბობენ, რომ 34 წლის ბრიტანელი ვეტერანი მორაგბე პირველ ჩხუბს ორგანიზაციის მძიმეწონის დივიზონში, 2020 წლის პირველ ნახევარში გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები