Thumbnail
  • NBA-ს დრაფტზე ბევრი ელოდა, რომ სელტიკსი ბითაძეს აიყვანდა
  • Hardwood Houdini-ის სტატია ბოსტონის არჩევანზე 

2019 წლის NBA-ს დრაფტზე გოგა ბითაძეს ყველაზე მეტად ბოსტონ სელტიკსში ელოდნენ - სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ ბოსტონს ცენტრის პოზიციაზე გაძლიერება ესაჭიროებოდა. ამიტომაც, პირველ წრეში ორი შესაძლებლობიდან (14, 22) ერთ-ერთს ქართველი ცენტრის ასაყვანად გამოიყენებდა.

მაგრამ მე-14 ნომრად ბოსტონმა მსროლელი რომეო ლენგფორდი აიყვანა, 22-ემდე კი გოგას არავინ მიუშვებდა - ინდიანა პეისერსმა ის მე-18 ნომრად აირჩია. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

Hardwood Houdini-მ სტატია მიუძღვნა ამ თემას - რა მოხდებოდა, დრაფტის მე-14 ნომრად ბოსტონ სელტიკსს გოგა რომ აეყვანა?

"2019/20 წლების სეზონშიც ბოსტონ სელტიკსი პლეი ოფის გუნდია, მაგრამ ის სულაც არ არის სუსტი წერტილების გარეშე. რა მოხდებოდა, მე-14 ნომრად გუნდს რომეო ლენგფორდის ნაცვლად გოგა ბითაძე რომ აეყვანა?

სანამ კოლეჯების ლიგაში ლენგფორდი ტრავმას მიიღებდა, ის ტოპ 10 ტალანტებში მოიხსენიებოდა, ასე რომ, ძნელია სელტიკსს უსაყვედურო - რატომ შეაჩერა არჩევანი ნიჭიერი ფრთაზე. 

სპეციალისტების აზრით დრაფტის საუკეთესო ცენტრი ინდიანამ აიყვანა

მაგრამ ბოსტონის შემადგენლობას რომ შეხედოთ, იოლად აღმოაჩენთ, პრობლემა ცენტრის პოზიციაზეა. ზაფხულში ალ ჰორფორდმა და არონ ბეინესმა ახალი გუნდები იშოვნეს. დენი ეინჯმა და კომპანიამ პრობლემის მოგვარება სცადა - გუნდმა ახალი კონტრაქტი გაუფორმა გერმანელ დანიელ ტაისს და მოიყვანა მოხსნების მანქანა ენეს კანტერი. მიუხედავად ამისა, ბოსტონის სისუსტე ცენტრის პოზიციაზე მაინც თვალშისაცემია.

წაიკითხე | გოგა სეზონის კალენდარზე! ბითაძე ინდოეთში მიდის

სიმართლე ითქვას, წლევანდელ დრაფტზე ცენტრის პოზიციაზე ტალანტების სიმრავლე არც იყო - საუკეთესო ვარიანტი ინდიანა პეისერსმა აიყვანა - გოგა ბითაძე.

19 წლის კალათბურთელი, მალევე გახდა ევროლიგის ვარსკვლავი, მას კარგი შემტევი და დაცვითი პოტენციალი აქვს და მას ასოციაციის ნებისმიერი ფრენჩაიზი სამომავლო ვარკსვლავად განიხილავდა. სიმართლე ითქვას, ის იყო კიდეც დრაფტამდე ბოსტონის რადარებზე. 

დრო გვიჩვენებს, ინანებს თუ არა ბოსტონი ხელიდან გაშვებულ ვარიანტს

ბუდუჩნოსტის შემადგენლობაში საშუალოდ 36 წუთში გოგა 17.9 ქულას, 9.5 მოხსნასა და 3.4 ბლოკს აკეთებდა, 31% სიზუსტით ესროდა სამქულიანებს. ასეთმა თამაშმა მას ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ტიტული მოუტანა.

როცა სელტიკსს პირველი არჩევანის უფლება ჰქონდა, გოგა ჯერ კიდევ თავისუფალი იყო, გუნდმა კი აიყვანა იმ პოზიციის მოთამაშე, სადაც სამი კარგი ვარსკვლავი ჰყავთ: ჯეისონ ტატუმი, ჯეილენ ბრაუნი და, დიახ, გორდონ ჰეივარდი. ახლა ფრენჩაიზი გადატენლია ფრთის პოზიციაზე და მოიკოჭლებს ცენტრზე. ბოსტონს რომ ბითაძე აერჩია, ბალანსი შენარჩუნებული იქნებოდა.

ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ დრაფტზე ბოსტონს პირველ რიგში ცენტრის პრობლემა უნდა მოეგვარებინა, ახლა კი, როცა დრო გავიდა, ამაში კიდევ უფრო დარწმუნებულები ვართ. 

სელტისკსის ფანებს ვარწმუნებთ, რომეო ლენგფორდი ძალიან ნიჭიერი კალათბურთელია, მას დიდი პოტენციალი აქვს. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, რამდენად მართალი იყო ბოსტონი თავის არჩევანში, ახლა კი ამ ეტაპზე ბევრი ჩვენსავით ფიქრობს - რა მოხდებოდა, თუ..."

კომენტარები

ბოლო ამბები