Thumbnail

შოთა არველაძის მემკვიდრე - გიორგი აბურჯანია ერედივიზიეს ეგზოტიკურ სიმბოლურში

  • AD-მა ერედივიზიეს ახალწვეულთა ეგზოტიკური სიმბოლური შეადგინა
  • თერთმეტეულში ტვენტეს 24 წლის ქართველი ნახევარმცველიც მოხვდა
  • გამოცემა წერს, რომ ჰოლანდიაში შოთა არველაძის მემკვიდრე გამოჩნდა

ჰოლანდიურმა AD-მა ერედივიზიეს ახალწვეულების "ეგზოტიკური სიმბოლური" შეადგინა, რომელშიც ამ ზაფხულს სევილიიდან ტვენტეში იჯარით გადასული გიორგი აბურჯანიაც მოხვდა. 

სიმბოლური 4-3-3 სათამაშო სქემითაა წარმოდგენილი, 24 წლის ქართველი ნახევარმცველს კი მარჯვენა ფრთაზეა გამწესებული.

AD: "ტვენტე ახალი გუნდს ახალწვეულებით აყალიბებს, რომელთა შორის ქართველ გიორგი აბურჯანიას გამორჩეული ადგილი უკავია. "გიორგი ძალიან დიდხანს იყო ტვენტეს სამიზნეში, - ამბობს ტედ ვან ლივენი. - ის ყურადღებით აკვირდებოდა გასულ სეზონში ქვედა ლიგაში ჩვენს გამოსვლას და წარმატების შემდეგ, ტრანსფერს ხელი ვეღარაფერმა შეუშალა". შოთა არველაძეს ჰყავს მემკვიდრე".

გიორგი აბურჯანია ტვენტეში სევილიიდან გადავიდა, რომელსაც მანამდე ქართველი ფეხბურთელი იჯარით ლუგოში ჰყავდა გაშვებული. აბურჯანია ესპანეთში ასევე იცავდა ტარაგონას ხიმნასტიკის ღირსებას, სადაც 2016 წელს, კვიპროსული ანორთოსისიდან გადავიდა. 

ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში გიორგიმ ტვენტეს სამი მატჩიდან ორში ითამაშა - ჯერჯერობით ორივეჯერ ცვლილებაზე. მომდევნო ტურის შეხვედრას აბურჯანიას გუნდი, რომელსაც მოგება და ორი ფრე აქვს, 24 აგვისტოს, სტუმრად ჰერენვენთან ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები