Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი ყველაზე მდიდარია, ბრაიტონი - ყველაზე ღარიბი
  • კლუბების ნახევარს გემბლინგის კომპანიები ასპონსორებენ
  • სპონსორების უმეტესობა არაბრიტანულია

ინგლისური პრემიერლიგა მსოფლიოში უმდიდრესი ლიგაა. სწორი მარკეტინგის წყალობით, ბრიტანული კლუბები წლიდან წლამდე ძალიან დიდ ფულს შოულობენ. მათი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ის კომპანიებია, რომელთა სახელსაც გუნდების სათამაშო მაისურებზე ვხედავთ. კომპანიები პრემიერლიგური კლუბების სპონსორობაში დიდ თანხებს იხდიან. როცა შენი კომპანიის სახელით პოლ პოგბა, სერხიო აგუერო და მოჰამედ სალაჰი თამაშობენ, წარმატება გარანტირებულია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, თუ რა თანხას გამოიმუშავებენ პრემიერლიგის კლუბები ამ ტიპის სასპონსორო ხელშეკრულებებიდან.

ყველაზე მეტ ფულს მანჩესტერ იუნაიტედი შოულობს. ამერიკული ავტომწარმოებელი „შევროლე“ იუნაიტედს წელიწადში 64 მილიონს უხდის. წარუმატებლობების მიუხედავად, იუნაიტედი კვლავ ყველაზე პოპულარული ინგლისური კლუბია.

თანაქალაქელებს საგრძნობლად ჩამოუვარდება სიტი, რომელიც „ეტიჰადისგან“ 45 მილიონ ფუნტს იღებს. დაახლოებით ამდენივეს გამოიმუშავებენ ლონდონური არსენალი და ჩელსი (40-40 მილიონი ფუნტი „ემირატებისგან“ და „იოკოჰამასგან“) და ლივერპული („სტანდარტ ჩარტერი“). ტოტენჰემს კი AIA 35 მილიონს უხდის.

ძალიან დიდი სხვაობაა დიდ ექვსეულსა და სხვა გუნდებს შორის. დიდი ექვსეულის გარდა არცერთ სხვა პრემიერლიგურ კლუბს სპონსორი 10 მილიონზე მეტს არ უხდის. დანარჩენ 14 გუნდს შორის ყველაზე მდიდარი ვესტ ჰემია (წელიწადში 10 მილიონი „ბეტვეი“-სგან), ხოლო ყველაზე ღარიბი კი - ბრაიტონი (სულ რაღაც 1.5 მილიონი ფუნტი „ამერიკან ექსპრესისგან“).

საინტერესოა, რომ 20 კლუბიდან 10-ს გემბლინგის კომპანიები აფინანსებენ. პრემიერლიგა კომპანიების ინტერესს მთელი მსოფლიოდან იპყრობს და სპონსორების აბსოლუტური უმრავლესობა არაბრიტანული კომპანიებია. მეტიც, 10 კომპანია საერთოდ აზიურია და ზოგიერთი მათგანი ბრიტანეთში საერთოდ არ ოპერირებს. მათი რეკლამა მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზეა გათვლილი. მაგალითად, საუთჰემპტონის სპონსორს, ჩინურ კომპანიას LD Sports თავისი საიტიც კი არ აქვს ინგლისურ ენაზე.

კომპანიების დაინტერესება პრემიერლიგით მხოლოდ მზარდია. წელსაც, ბრიტანული კლუბები სპონსორებისგან ჯამში 349.1 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ,  23.5 მილიონით მეტს, ვიდრე გასულ წელს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები