Thumbnail

9:0! საქართველოს U16 ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა და საუკეთესო შედეგი აჩვენა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა სამი მატჩი გამართა და სამივე მოიგო
  • U16 საქართველოს ნაკრების აქტივში 16 გატანილი გოლია

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ლიეტუვაში უეფას განვითარების თასზე ბრწყინვალედ იასპარეზა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა სამი მატჩი გამართა და სამივე დიდი ანგარიშით მოიგო. ტრიუმფალური გამოდგა ბოლო მატჩი, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელები ლიეტუველი თანატოლები 9:0 დაამარცხეს!

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ თამაში საქართველოს ნაკრების კოლოსალური უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმი 5:0 მორჩა, გოლები კი წულუკიანმა, გოჩიაშვილმა, მამულაშვილმა, ჭელიშვილმა და ლაბაძემ გაიტანეს. მეორე ნახევარში მასპინძელთა კარში კიდევ ოთხი გოლი გავიდა: წულუკიანმა და გოჩიაშვილმა დუბლი შეასრულეს, თითო გოლი კი ხაბულიანმა და გეგიაძემ შეაგდეს.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პირველ შეხვედრაში მოლდოვას 4:0 მოუგო, შემდეგ ბოსნია 3:0 დაამარცხა, ბოლოს კი ლიეტუვას 9:0 მოუგო. ჯამში 16 გოლი გაიტანა და არც ერთი არ გაუშვია. ხიზანიშვილის გუნდმა 4-გუნდიან ტურნირში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

U16 ლიეტუვა 0:9 U16 საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები