Thumbnail
  • ყაზანის რუბინის ქართველმა ლეგიონერებმა თავიანთ მეკარესთან ნაძლევი წააგეს
  • დავითაშვილმა, კვარაცხელიამ და მიქელთაძემ მოგებულებს მანქანები გაურეცხეს

ყაზანის რუბინში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა: ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ბექა მიქელთაძემ ნაძლევი წააგეს და შედეგად, თანაგუნდელისა და ერთ-ერთი მწვრთნელის ავტომობილების გარეცხვა მოუხდათ.

დავითაშვილმა, კვარაცხელიამ და მიქელთაძემ პენალტების სერიაში შეჯიბრება თავიანთი გუნდის მეკარესთან, ივან კონოვალოვთან და მეკარეთა მწვრთნელთან, სერგეი კოზკოსთან გადაწყვიტეს. პირობის თანახმად, წაგებულებს მეტოქეთა ავტომობილები უნდა გაერეცხათ.

კონოვალოვი მხოლოდ დავითაშვილის დარტყმას ვერ გაუმკლავდა, მიქელთაძისა და კვარაცხელიას კი აჯობა და ქართველმა ლეგიონერებმაც ავტომობილების რეცხვა დაიწყეს.

და კიდევ, როგორც ირკვევა, ყაზანში ქართულ სამეულს ხუმრობით "ქართულ მაფიად", ზოგჯერ "ქართულ ბანდად" მოიხსენიებენ.

ყაზანის რუბინს მომავალი მატჩი რუსეთის პრემიერლიგაში 25 აგვისტოს, სტუმრად როსტოვთან უწევს. ქართველების გუნდს ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ, 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები