Thumbnail
  • იურგენ კლოპი ბაიერნის ახალწვეულ ფილიპე კოუტინიოს აქებს
  • ლივერპულის მწვრთნელი ბრაზილიელს ალესანდრო დელ პიეროს ამსგავსებს

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თავისი ყოფილი შეგირდი, მიუნხენის ბაიერნის ახალწვეული ფილიპე კოუტინიო საუკეთესო ეპითეტებით შეამკო. 52 წლის გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელი შემტევის სახით, ბავარიულმა გრანდმა “საფეხბურთო თვალსაზრისით ძალიან დომინანტი ფეხბურთელი გადაიბირა, რომელიც ნებისმიერ გრანდს გააძლიერებდა და რომელსაც მიუნხენის პუბლიკა ძალიან მალე შეიყვარებს.” იურგენმა კოუტინიოს შესახებ ‘კიკერთან’ ინტერვიუში ისაუბრა.

'დელ პიეროს შემდეგ აღარ მინახავს ფეხბურთელი, რომელიც ასე ურტყამს კუთხეში'

“კოუტინიო ძალიან მაგარია პატარა სივრცეებში და ამავდროულად, საკმარისად სწრაფია დიდი სივრცეებისთვის. სიმართლე გითხრათ, ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ აღარ მინახავს ფეხბურთელი, რომელიც ასე ურტყამს კუთხეში. კოუტინიო ამას ლამის იმავე სიხშირით აკეთებს, როგორც იუვენტუსის ლეგენდა აკეთებდა. ვგულისხმობ გადამწყვეტ დარტყმამდე მარცხნიდან მარჯვნივ შესვლას და ტექნიკურად უნაკლო დარტყმის შესრულებას,” - განაცხადა 52 წლის კლოპმა კოუტინიოზე, რომელიც ლივერპულში 2013-დან 2018 წლამდე თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ იურგენი მერსისაიდული კლუბის მწვრთნელად 2015 წელს დაინიშნა და კოუტინიო მისი ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა.

წაიკითხე მარჩელო ლიპი - კაცი, რომელმაც ყველაფერი მოიგო

ფილიპე კოუტინიო ბაიერნში ბარსელონადან იჯარით გადავიდა და სამშაბათიდან ახალ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს. რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი მას შალკესთან მატჩისთვის (შაბათს) ამზადებს. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარში ბარსამ ლივერპულს კოუტინიოს სანაცვლოდ 145 მილიონი ევრო გადაუხადა.

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები