Thumbnail
  • ლიონელ მესიმ ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში დაიწყო
  • ერნესტო ვალვერდეს ორი ფეხბურთელი დააკლდება

მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ კუნთის ტრავმა მოიშუშა და სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო. როგორც იცით, 32 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი (0:1 ბილბაოსთან) სწორედ ამ ტრავმის გამო გამოტოვა. ახლა კი, დიდი შანსია, რომ მეორე ტურში, ბეტისთან (კვირას) ითამაშოს.

აი, ცენტრფორვარდი ლუის სუარესი კი ფეხბურთს დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს. 32 წლის ურუგვაელი ბილბაოსთან შეხვედრაში ტრავმის გამო შეცვალეს. სეზონის სტარტზე ტრავმა მიიღო უსმან დემბელემაც და როგორც გაირკვა, მას დაახლოებით 5 კვირა გაუცდება.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ კოპა ამერიკაზე მონაწილეობის გამო, ვარჯიში მხოლოდ აგვისტოს დასაწყისში განაახლა, მაგრამ დაშავდა და ბარსელონას ამერიკულ ტურნეში ვერ გაჰყვა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები