Thumbnail

აკი ბაშოს წინ | ტოჩინოშინმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი სამედიცინო შემოწმებაზე
  • აკი ბაშო 8 სექტემბერს დაიწყება
სიმაღლეში არ გაზრდილა

სუმოში წლის განმავლობაში 6 სუპერტურნირია, წელიწადში სამჯერ კი პროფესიონალი სუმოისტები სამედიცინო შემოწმებას გადიან, მათ წონიან და სიმაღლეშიც ზომავენ.

დღეს სწორედ აკი ბაშოს წინ სუმოისტების სამედიცინო შემოწმება იყო, რომელმაც აჩვენა, რომ ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) წონაში მომატებულა, ის ახლა 178 კილოგრამია. ამის მიზეზი ისაა, რომ ლევანი სულ რამდენიმე დღეა, რაც ზაფხულის ჯუნგიოს შეუერთდა და მთელი ძალისხმევით ჯერაც არ ვარჯიშობს. მართალია, მან მხარი თითქმის მოირჩინა, მაგრამ მუხლის მდგომარეობა ჯერ იდეალური არ არის.

ზაფხულის ჯუნგიო 25 აგვისტოს დასრულდება, 26-ში კი ბანძუკე გამოქვეყნდება. ართველ ოძეკის კადობანში ჩააყენებენ - სექტემბრის ბაშოზე მან აუცილებლად უნდა შეძლოს დადებითი ბალანსის დაფიქსირება (მინიმუმ 8 გამარჯვება), წინააღმდეგ შემთხვევაში, ოქტომბერში ოძეკის რანგიდან ჩამოაქვეითებენ. 

ტოჩინოშინი ჯუნგიოზე

წლის მეხუთე სუპერტურნირი - აკი ბაშო ტოკიოში 8 სექტემბერს დაიწყება და 22-ში დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები