Thumbnail
  • 31 აგვისტოს ჩინეთში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
  • ესპანელთა 12 კაციან განაცხადში 4 კალათბურთელი NBA-ს წარადგენს

31 აგვისტოს ჩინეთში საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის, ესპანეთის ნაკრების თავკაცმა იტალიელმა სერჯო სკარიოლომ საბოლოო, 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ესპანეთის ნაკრები

გამთამაშებლები: რიკი რუბიო, ქვინო კოლომი, სერხიო ლული

მსროლები: რუდი ფერნანდესი, პაუ რიბასი, ჩავი რაბასედა 

ფორვარდები: ხუანჩო ერნანგომესი, ხავიერ ბეირანი

მძიმე ფორვარდები: ვიკტორ კლავერი, პიერე ორიოლა

ცენტრები: მარკ გასოლი, ვილი ერნანგომესი

სკარიოლომ ბოლოს ორი კალათბურთელი გაცხრილა: ილიმანე დიოპი (ბასკონია) და ხაიმე ფერნანდესი (უნიკახა). მადრიდში დომინიკელებთან ამხანაგურ მატჩში მწვრთნელი უკვე ამ 12-ეულს დაეყრდნობა. ამის შემდეგ ესპანეთის ნაკრები ნინგბოში გაემგზავრება, სადაც არგენტინასა და რუსეთს ეთამაშება. 

რუბიო, გასოლი და ერნანგომესები NBA-ს კალათბურთელები არიან. დანარჩენები ACB ლიგის კლუბებში თამაშობენ. 

მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ითამაშებენ კოლომი, ბეირანი და რაბასედა. ესპანეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი ერთხელ აქვს მოგებული (2006).  

კომენტარები

ბოლო ამბები