Thumbnail

მესი თუ რონალდო? ბელგიელმა მეცნიერებმა ამ შეკითხვას ფორმულით უპასუხეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბელგიელმა მეცნიერებმა მესი და რონალდო ფორმულით გამოიკვლიეს
  • VAEP-ით მიღებული შედეგები ბევრისთვის საკამათო შეიძლება გახდეს 

ლევენის (ბელგია) კათოლიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეადგინეს ფორმულა, რომლის მეშვეობითაც შეეცადნენ, პასუხი გაეცათ ბოლო წლების მთავარ შეკითხვაზე მსოფლიო ფეხბურთში - მესი თუ რონალდო?

ფორმულა, რომლის სახელწოდებაა VAEP, ითვალისწინებს არა მხოლოდ გოლებსა და საგოლე პასებს, არამედ - სხვა მოქმედებებსაც: დარტყმას, დრიბლინგს, ვარდნასა და ა.შ. მკვლევარებმა არგენტინელი და პორტუგალიელი თავდამსხმელების მონაცემები 2013-იდან 2018 წლის ჩათვლით პერიოდში შეადარეს. 

მესისა და  რონალდოს ოქროს ბურთი ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული

"პირველ სეზონებში რონალდოსა და მესის შედეგები თითქმის ერთნაირი იყო, მაგრამ 2015/16 წლების სეზონიდან მოყოლებული, მესი თავის მუდმივ მეტოქეს ჯობნის", - აცხადებს ასპირანტი ტომ დეკროოსი, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა.

როგორც ირკვევა, ერთ მატჩში საშუალო VAEP-მაჩვენებელი ბარსელონას 32 წლის თავდასხმელის შემთხვევაში 1,21-ს შეადგენს, ტურინის იუვენტუსის 34 წლის ფორვარდისა კი - 0,61-ს. ვიზიარებთ თუ არა ბელგიელი მეცნიერების დასკვნას, სხვა საკითხია, მაგრამ ამ კვლევით დგინდება, რომ როგორც მოთამაშე, ლიონელ მესი ლამის ორჯერ უფრო სასარგებლოა გუნდისთვის, ვიდრე - კრიშტიანო რონალდო.

გასულ სეზონში ლიონელ მესი ბარსელონას შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონი გახდა, კრიშტიანო რონალდომ კი ტურინის იუვენტუსთან ერთად სერია A მოიგო. ორივე ფეხბურთელს კარიერაში “ოქროს ბურთი” ხუთ-ხუთჯერ აქვს მოპოვებული.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები