Thumbnail

როდის ითამაშებს ლეო მესი - კარგი სიახლე ბარსელონას ბანაკიდან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კატალონიელთა ფორვარდი, რომელსაც კუნთის ტრავმა ჰქონდა, მწყობრში დგება
  • სავარაუდოდ, ვალვერდეს 32 წლის არგენტინელის იმედი უახლოეს მატჩში ექნება

ლიონელ მესის მდგომარეობის შესახებ, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, ბარსელონას ბანაკიდან დამაიმედებელი ცნობები ვრცელდება. ესპანური მედიის ინფორმაციით, არის მოლოდინი, რომ არგენტინელმა თავდამსხმელმა პრიმერას მე-2 ტურის მატჩში თამაში შეძლოს.

კატალონიური კლუბის 32 წლის ვარსკვლავმა კუნთი სეზონისწინა მზადებისას იტკინა და ამის გამო ბარსელონას აშშ-ში დაგეგმილ ტურნეში ვერ გაჰყვა, შემდეგ კი ვერც ბილბაოსთან მატჩში (0:1) დაეხმარა.

კატალონელებს ბილბაოში სუარესიც დაუშავდათ და დემბელეც

ახლა ირკვევა, რომ ლიონელ მესი გამოჯანმრთელდა და დიდი ალბათობით, მომავალ შეხვედრაში თამაშსაც შეძლებს, ოღონდ, ერნესტო ვალვერდე მოედანზე მისი 90 წუთის განმავლობაში დატვირთვას მოერიდება და ვარაუდობენ, რომ ერთი საათით ათამაშებს.

ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ბარსელონა ბეტისს უმასპინძლებს. შეხვედრა "ნოუ კამპზე" 25 აგვისტოს შედგება და მასში ლეო მესის მონაწილეობის საკითხი მატჩის წინა დღეს დაზუსტდება.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები