Thumbnail
  • თორნიკე შენგელიამ დაადასტურა, რომ NBA-ში კვლავ იწვევენ
  • რა არჩევანი გააკეთა ბასკონიას კაპიტანმა და რატომ

ბასკონიას კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანურ მედიას შეხვდა და გუნდის ახალი სეზონისთვის მზადებაზე ისაუბრა:

"ახალი ბასკონია ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ ახლა ის ძლიერ ჯგუფად უნდა ჩამოყალიბდეს. ვნახოთ, როგორ წარიმართება ამხანაგური მატჩები".

ქართველმა ლეგიონერმა მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ მას კარიერის NBA-ში გაზრდის შანსი ჰქონდა:

"NBA-ს კლუბებიდან მიწვევები ამ ზაფხულსაც იყო. ისინი საჭირო რაოდენობის სათამაშო წუთების გარანტიას ვერ იძლეოდნენ. მე კი თამაში მსურს და მინდა მნიშვნელოვანი როლი მენიჭებოდეს გუნდის წარმატებაში. აი, ამიტომ გადავწყვიტე, დავრჩე ევროპაში". 

თორნიკე შენგელიამ ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ოლიმპიაკოსის მწვრთნელ დევიდ ბლატს, რომელსაც მძიმე ავადმყოფობა დაუდგინეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები