Thumbnail
  • მარიამ ბოლქვაძე 6:4, 6:2 ჰიზერ უოტსონი
  • ეკატერინე გორგოძე 1:6, 3:6 ქსი ვანგი

ნიუ იორკში ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის თამაშები მიმდინარეობს. ქალთა შორის ორი ქართველი ჩოგბურთელი ჩაერთო ბრძოლაში.

ეკატერინე გორგოძე (212) მე-10 ნომრად განთესილ ჩინელ ქსი ვანგს შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა - 1:6, 3:6. 

სამაგიეროდ, გაიმარჯვა მარიამ ბოლქვაძემ (202), მან მე-8 ნომრად განთესილი ბრიტანელი ჰიზეს უოტსონი (101) დაამარცხა - 6:4, 6:2. მეორე სეტში ბოლქვაძე მატჩზე აწვდიდა, როცა 0:15-ზე ტრავმა მიიღო და ექიმის დახმარება დასჭირდა. საბედნიეროდ, 21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანეთის ყოფილ პირველ ნომერთან ორთაბრძოლა ბოლომდე მიიყვანა და შემდეგ წრეში გავიდა. 

21 აგვისტოს ბოლქვაძის მეტოქე კორეელი ნა-ლაე ჰანი (163) იქნება. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები