Thumbnail

მერიჰ დემირალი - იუვემ კლუბის ახალწვეული დღეს წარადგინა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • იუვემ ახალი შენაძენი წარადგინა
  • სარიმ დაცვა ივლისში დემირალით გააძლიერა

ტურინის იუვენტუსმა დღეს კლუბის ახალი შენაძენი - სასუოლოს ცენტრალური მცველი, 21 წლის მერიჰ დემირალი წარადგინა.

თურქეთის ნაკრების წევრი იუვემ სასუოლოდან 18 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო ხელფასის სახით დემირალი წელიწადში 1.5 მილიონს მიიღებს.

დემირალი ფენერბაჰჩეს აღზრდილი გახლავთ, სხვადასხვა დროს თამაშობდა ალკანენშეში, ალანიასპორში, სპორტინგის B გუნდში და ბოლოს სასუოლოში გახლდათ.

2014-2018 წელბში იუვეს ახალწვეულმა თურქეთის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, ხოლო 2018 წლიდან ეროვნული გუნდის წევრია, სასდაც 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები