Thumbnail

ლივერპულში ადრიანს აღარ ენდობიან და ახალ მეკარეზე ფიქრობენ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მიშელ ვორმი ლივერპულში?
  • ადრიანს საუთჰემპტონთან დაშვებული შეცდომის შემდეგ აღარ ენდობიან

ლივერპულმა სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე, გუნდიდან სიმონ მინიოლეს წასვლის შემდეგ, ალისონის სათადარიგო მეკარედ - ვესტ ჰემის ადრიანი დაიმატა.

ალისონის პირველივე ტურში დაშავდა - ადრიანმა ბრაზილიელი თავიდან კარგად შეცვალა - ნორვიჩთან ენფილდზე მოგებული მატჩის შემდეგ, სტამბულში კლუბს უეფას სუპერთასის მოგებაში დაეხმარა.

ადრიანმა ჩელსისთან თერთმეტმეტრიანების სერიაში იყოჩაღა, მაგრამ შემდეგ მეორე ტურის მატჩში უხეში შეცდომა დაუშვა და საუთჰემპტონს გაატანინა, შედეგად კლოპი ახალი მეკარის მოყვანაზე დაფიქრდა.

ალისონი როდის დაბრუნდება ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია - ენფილდზე ფიქრობენ, რომ საუკეთესო კანდიდატურა სუონსის და ტოტენჰემის ყოფილი მეკარე, 35 წლის მიშელ ვორმია, რომელიც დღეს თავისუფალი აგენტია.

ვორმი ბოლო 5 სეზონი ტოტენჰემში, უგო ლორისის სათადარიგო მეკარედ ირიცხებოდა, თუმცა მეორე მეკარის კვალობაზე, კლუბის მაისურით არც თუ ისე ცოტა - 47 მატჩი ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები