Thumbnail

თბილისის დინამომ ქუთაისის ტორპედო დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ეროვნული ლიგის მორიგი შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა
  • მატჩის ბედი ლევან კუტალიას გოლმა გადაწყვიტა

ეროვნული ლიგის მორიგი შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა, სადაც ქუთაისის ტორპედომ თბილისის დინამოს უმასპინძლა. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდების დაპირისპირებას გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა და გამართლდა კიდეც მოლოდინი. 

თბილისის დინამომ უპირატესობით წარმართა პირველი ტაიმი, რაც საკმარისი აღმოჩნდა სამი ქულის მოსაპოვებლად. მატჩის ერთადერთი და გამარჯვების გოლი 29-ე წუთზე ლევან კუტალიამ გაიტანა. თბილისელთა თავდამსხმელმა მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი, დაამუშავა და ხელსაყრელი პოზიციდაან ძლიერი დარტყმით მეკარე უშანსოდ დატოვა. კუტალია ტორპედოს ყოფილი ფეხბურთელია და შესაბამისად, გატანილი გოლი არ აღნიშნა.

0:1 კუტალია (29)

მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა, რადგან გოლი მასპინძლებს ჰქონდათ გასატანი და შესაბამისად, მომენტები ორივე კართან შეიქმნა. თუმცა, დღეს დინამო უკეთესი გუნდია და მოიგო კიდეც პრინციპული დაპირისპირება.

თბილისის დინამოს 23 მატჩი აქვს გამართული და 47 ქულით სათავეში უდგას სატურნირო ცხრილს. მეორე ადგილზე 46 ქულით ბათუმის დინამოა, რომელსაც ერთი მატჩით მეტი აქვს გამართული. რაც შეეხება ტორპედოს, ქუთაისელები 23 თამაშში მოპოვებული 34 ქულით მეხუთე ადგილზე არიან. 

ტორპედო 0:1 დინამო თბ.

გოლი: 0:1 კუტალია (29).

ტორპედო: კვასხვაძე - მაჩაიძე (83. იონანიძე), ხურცილავა, ჭიჭინაძე - ტაბატაძე, ცეცხლაძე (69. მოსიაშვილი), ფონიავა, ჩუკვურა - დოლიძე (70. ჩოგაძე), ციცქიშვილი - კაპანაძე.

დინამო თბ.: პერალესი - იაშვილი, მეჯუბი, მონხილი, ქიმაძე - პაპავა, ნინუა (79. შიშკა) - შენგელია, კუხიანიძე (53. შულაია), ქავთარაძე (60. ქარდავა) - კუტალია.

კომენტარები

ბოლო ამბები