Thumbnail

ფეხბურთი ინფარქტის შემდეგ - იკერ კასილიასი მოედანზე დაბრუნებას აპირებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იკერ კასილიასი ინფარქტის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს
  • პორტუს 38 წლის მეკარე დეკემბერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის
  • დადებითი პასუხის შემთხვევაში, ესპანელს მოედანზე ისევ ვიხილავთ 

პორტუს მეკარე იკერ კასილიასი, რომელმაც გაზაფხულზე ინფარქტი გადაიტანა და გულზე ოპერაცია დასჭირდა, შესაძლოა მოედანზე დაბრუნდეს. როგორც A Bola იუწყება, 38 წლის ლეგენდარული ესპანელი მეკარე დეკემბერში სამედიცინო გამოკვლევას გაიკეთებს, რის შემდეგაც მიიღებს პასუხს კითხვაზე, კვლავაც შეძლებს თუ არა თამაშს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილ მეკარეს გულის შეტევა ვარჯიშზე მიუვიდა. კლუბის სამედიცინო შტაბმა იკერის საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტა, სადაც მოგვიანებით ოპერაციაც ჩატარდა. 

38 წლის იკერს კარიერის დასრულება არაფრით სურს

მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ვეტერანი მეკარისთვის ეს კარიერის დასრულებას ნიშნავდა, თუმცა ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ კასილიასმა ვარჯიში დაიწყო, კლუბმა კი გოლკიპერი 2019/20 წლების სეზონისთვის გუნდის განაცხადში შეიყვანა.

იკერ კასილიასი პორტუში მადრიდის რეალიდან 2015 წელს გადავიდა. მეკარემ სამეფო კლუბში ხუთჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, ორჯერ - ქვეყნის თასი, სამჯერ - ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. მოგვიანებით ის პორტუში პორტუგალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

ესპანელ მეკარეს თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა (2010 წელს) და ორჯერ ევროპის ჩემპიონობა (2008 და 2012 წლებში) აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები