Thumbnail

უეფა PES-ში ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებს! საქართველოს ნაკრებიც შეიქმნება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პარალელურად, უეფა eEuro 2020-საც ჩაატარებს
  • საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი უკვე ცნობილია
  • მონაწილეობა უეფას ყველა წევრი ქვეყანა მიიღებს - მათ შორის საქართველოც

უეფამ eSports-ის განვითარებაზე ზრუნვას საკუთარი დიდი ტურნირით აგრძელებს. ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის პარალელურად, უეფა ე.წ. eEURO 2020-საც ჩაატარებს, რომელშიც ყველა, 55-ივე წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს მონაწილეობა - მათ შორის, საქართველომაც!

გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპიც, რომლის ფორმატი უკვე დადგენილია. eEURO 2020-ს მონაწილეები PES 2020-ით ითამაშებენ, რომელიც ბაზრის ლიდერი თამაშის, FIFA-ს მთავარი კონკურენტია. eEURO-ს ფინალური ეტაპი 9 და 10 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალის მასპინძელ ქალაქში, ლონდონში გაიმართება.

როგორი იქნება eEURO-ს ფორმატი?

უეფას მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ქვეყნების ეროვნულ ნაკრებ გუნდებში მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 მოთამაშე უნდა იყოს. თუ ქვეყანას ჯერ კიდევ არ ჰყავს PES-ის ნაკრები, შიდა შესარჩევი ეტაპი უნდა გაიმართოს და ნაკრები საუკეთესო მოთამაშეებით უნდა დაკომპლექტდეს.

ქვეყნების ნაკრები გუნდები წელს, ნოემბრიდან დეკემბრამდე უნდა შეიქმნას. ამის შემდეგ გაიმართება საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატის მსგავსი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც ფინალური ტურნირის მონაწილეებს გამოავლენს - ისე, როგორც ნამდვილ ფეხბურთშია. ფინალური ეტაპის გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალის ბილეთებს მიიღებს, რომელიც 12 ივლისს, “უემბლიზე” გაიმართება. გარდა ამისა, ჩემპიონ გუნდს ფულადი ჯილდოც გადაეცემა (ზუსტი თანხა ჯერ უცნობია).

ჯერჯერობით რთული სათქმელია, როდის უნდა ჩაერთოს საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში FIFA PES-ზე გაცილებით პოპულარულია. ჩვენი ინფორმაციით, FIFA 19-ში ნაკრები გუნდი არსებობს, PES 2020-ში კი - არა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები