Thumbnail
  • ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ტურნირზე ორი მატჩი გამართა და ორივე მოიგო
  • ქართველმა ფეხბურთელებმა ჯამში 7 გოლი გაიტანეს და არც ერთი არ გაუშვიათ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე მეორე მატჩი ჩაატარა და ამჯერადაც დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. მოლდოვასთან 4:0 მოგების შემდეგ, ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა 3:0 სძლია ბოსნიას.

საქართველოს ნაკრები 6 ქულით პირველ ადგილზეა და ბოლო შეხვედრას 22 აგვისტოს მასპინძელ ლიეტუვასთან ჩაატარებს. ბოსნიელებთან დუბლი ხაბულიანმა შეასრულა, გოჩიაშვილმა კი ერთი გაიტანა.  

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ჯოჯუა, გაფრინდაშვილი, გოგებაშვილი, პირტახია, გეგიაძე, ლაცაბიძე, ხიმშიაშვილი, ოჩიგავა, წულუკიძე, თოდუა, ხაბულიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, ჯანაშია, ბაგრატიონი, გრიგალაშვილი, ჭელიშვილი, ნოზაძე, ლაბაძე, გოჩიაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები