Thumbnail

'სუსტი მენეჯმენტი' - სულშერს პოგბას პენალტის გამო აკრიტიკებენ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • "რაშფორდს უნდა დაერტყა"
  • სპეციალისტები სულშერს ადანაშაულებენ

გუშინ მანჩესტერ იუნაიტედმა ვულვერჰემტპონში, მოლინიუზე ფრედ - 1:1 ითამაშა, თუმცა მატჩის 68-ე წუთზე პოლ პოგბა პენალტი ვერ გამოიყენა, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა.

კრიტიკა არა უშუალოდ პენალტის აცილების ეპიზოდს, არამედ იმას ეხებოდა, რომ გუნდის მთავარი პენალტისტის - მარკუს რაშფორდის ნაცვლად პენალტი პოგბამ დაარტყა.

რაშფორდმა პირველ ტურში პენალტი ჩელსის გაუტანა "ოლე მომწონს, მაგრამ ეს სუსტი მენეჯმენტის გამოვლინებაა" - ამბობდა კრისტ სატონი (ინგლისის ჩემპიონი 1994-95) მატჩის შემდეგ.

სტატისტიკა: პოგბას პრემიერლიგაში 11 პენალტიდან, 7 აქვს გატანილი, რაშფორდს ერთიდან ერთი. რაშფორდმა შარშან პარი სენ ჟერმენსაც გაუტანა (ბოლო წუთზე), თუმცა მაშინ პოლ პოგბა ტრავმირებული გახლდათ.

რას ამბობს სულშერი: "ორი კარგი დამრტყმელი გვყავს და მოედანზე, კონკრეტული მომენტის მიხედვით მათ გადაწყვიტონ ვინ დაარტყამს."

"საშინელებაა, რატომ მიდის ამაზე კამათი არ მესმის" - ამბობს გარი ნევილი. "ბოლო 1 წლის მანძილზე პოგბას 4 პენალტი აქვს გაფუჭებული,  არ იცის დარტყმა... გუნდი თამაშის იგებდა ამით, ხუთი-ხუთზე ფეხბურთს კი არ თამაშობთ ეზოში..."

კომენტარები

ბოლო ამბები