Thumbnail

ბორჯღალოსნებმა სამხედრო ბაზაზე ივარჯიშეს - მზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მზადება იაპონიაში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 
  • ქართველმა მორაგბეებმა ერთი დღე მუხროვანში გაატარეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაონიაში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. საწვრთნელი პროცესის ფარგლებში, ქართველმა მორაგბეებმა ერთი დღე მუხროვანში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბაზაზე გაატარეს, სადაც სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით და მათ მიერ შედგენილი პროგრამით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება გაიარეს.

ქართველი მორაგბეები მუხროვანის ბაზაზე
📸 | თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვარჯიშები სპორტსმენების სისწრაფის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის გაუმჯობესებაზე იყო გათვლილი. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ იაპონიაში სექტემბერში გაემგზავრება.

“ძალიან სასიამოვნოა ჯარისკაცებთან ერთად ყოფნა. მორაგბეები სტადიონებზე და სატრენაჟორო დარბაზებში გადიან მომზადებას, მაგრამ აქ განსხვავებული გარემოა და ბიჭებმა სამხედროების დახმარებით, სხვადასხვა აქტივობები შეასრულეს. სამხედრო ბაზაზე გავლილი მომზადება ნამდვილად სჭირდებოდათ ბიჭებს, რადგან ყველაფერთან ერთად, კარგი დრო გაატარეს და ისიამოვნეს”. - განაცხადა ვარჯიშის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, მილტოჰ ჰეიგმა.

ბორჯღალოსნებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარეს

ბორჯღალოსნებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარეს #ბრძოლაშიბედნიერნი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარა. ნაკრების წევრები ერთი დღით მუხროვანში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბაზას ესტუმრნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით და მათ მიერ შედგენილი პროგრამის შესაბამისად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება გაიარეს. წვრთნები ძირითადად ისეთ კომპონენტებს შეიცავდა, რომელიც სპორტსმენების სისწრაფის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის უნარ-ჩვევების გამოცდასა და მათ გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული. სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელებისა და სამხედრო მოსამსახურეების თქმით, მათ ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიმართ მხარდაჭერა ამ ფორმითაც გამოხატეს. ბაზებზე მსგავსი ვიზიტები სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გაღრმავებასაც უწყობს ხელს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში, მსოფლიო თასზე ასპარეზობისთვის სექტემბერში გაემგზავრება.

Posted by საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia on სამშაბათი, 20 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები