Thumbnail

ბარსელონას ბოლო სიტყვა - ნეიმარის სპექტაკლში იუვენტუსიც ჩაერთო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნეიმარისთვის ბრძოლა დასკვნით ფაზაში შევიდა
  • ბარსელონამ პარიზულ გრანდს ბოლო წინადადებით მიმართა
  • რეალი ტრანსფერისთვის მზადაა, მაგრამ იუვე პსჟ-ს დიბალას სთავაზობს

წინა კვირაში ესპანურ მედიაში იწერებოდა, რომ ნეიმარის ამბავი კვირის ბოლომდე გადაწყდებოდა, მაგრამ ეს იმდენად დიდი და რთულად განსახორციელებლი ტრანსფერია, რომ ზუსტად ისე, როგორც ორი წლის წინათ, დიდი ალბათობით, ახლაც აგვისტოს ბოლომდე გაიწელება. ფაქტი ერთია: იმის ალბათობა, რომ ბრაზილიელი პარი სენ-ჟერმენს დატოვებს, ძალიან მაღალია. ბოლო დღეებში ნეიმარის მომავალს მხოლოდ ბარსელონას, ან მადრიდის რეალს უკავშირებდნენ. ახლა კი, იტალიური მედია წერს, რომ საქმეში ისევ ჩაერთო ტურინის იუვენტუსი!

ბრაზილიელი სუპერვარსკვლავისთვის ბრძოლაში ბარსელონა ფავორიტად რჩება, მაგრამ მეგა-ტრანსფერის განხორციელება უფრო და უფრო რთულდება. ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, ბოლო დღეებში ბარსას ხელმძღვანელებმა ყველა შესაძლო სცენარი განიხილეს და პსჟ-ს ბოლო წინადადებით მიმართეს.

ბარსა პსჟ-ს მხოლოდ იჯარას სთავაზობს

კატალონიურ გრანდს ნეიმარის გაცვლა სურდა, მაგრამ ორი გასაცვლელი ფეხბურთელიდან ერთი (ფილიპე კოუტინიო) უკვე მიუნხენის ბაიერნშია, მეორე (უსმან დემბელე) კი - ტრავმირებული. ნეიმარის კლასიკურად შეძენა (მინიმუმ 200 მილიონი ევრო) ბარსას არ შეუძლია. ‘მუნდო დეპორტივოს’ ცნობით, ბარსამ პსჟ-ს უკვე მიმართა უკანასკნელი წინადადებით და საბოლოო პასუხს ელოდება. კატალონიელები პარიზულ გრანდს ნეიმარის იჯარას სთავაზობენ და იმის იმედი აქვთ, რომ ნეიმარი პარიზელებს აიძულებს, მის განათხოვრებას დათანხმდნენ. თუმცა, ასეთი წინადადებით, ბარსა პსჟ-სთვის სასურველი პარტნიორი არ არის. პარიზელებს ბრაზილიელის თავიდან მოშორება სურთ.

იუვეს წინადადება: 100 მილიონი და დიბალა

თუ პსჟ ბარსელონაში იჯარაზე უარს იტყვის, მეორე ვარიანტად მადრიდის რეალი რჩება. “სამეფო კლუბი” მზადაა, ბრაზილიელის სრულფასოვან ტრანსფერზე იფიქროს, მაგრამ იტალიური მედიის ინფორმაციით, ორშაბათიდან ნეიმარისთვის ბრძოლაში ტურინის იუვენტუსიც მთელი სერიოზულობით ჩაერთო. ცნობილია, რომ ნეიმარი იტალიურ გრანდს მესამე ვარიანტად განიხილავდა. იუვეს ჰყავს პაულო დიბალა, რომელიც პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს ძალიან სურს. იუვეს შეთავაზებაა 100 მილიონი ევრო და დიბალა. საინტერესოა, რამდენად გაუწევს ტურინული გრანდი რეალს კონკურენციას.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები